14:04 19.12.2018
XIX ბიზნესრეიტინგის საზეიმო ღონისძიებაზე საპატიო სტუმრის სახით მოწვეული ექვსი კომპანია დაჯილდოვდა

თბილისი გარდენ ჰოლში, მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსისა“ და კომპანია „გორბის“ მიერ ორგანიზებული, რიგით XIX ბიზნესრეიტინგის საზეიმო საღამო და დაჯილოდება  გაიმართა. 

 

ტრადიციულად,  2017-2018 წლის საუკეთესო კომპანიები და ინვესტორები უკვე გამოვლინდა.  საუკეთესოთა შორის საუკეთესო კომპანია კი - გრან-პრის მფლობელი,  ღონისძიების მსვლელობისას, კენჭისყრის საფუძველზე დასახელდა.

 

ბიზნესრეიტინგის ფარგლებში გამოვლენილი გამარჯვებული კომპანია „ავერსი“ და პაატა კურტანიძე გახდა, ხოლო წლის ინვესტორი კი - კომპანია „დრიმ ლენდ ოაზისი“  და ნიკოლოზ გეგუჩაძე.

 

ღონისძიებაზე საპატიო სტუმრების სახით მოწვეული კომპანიები სხვადასხვა ნომინაციბში მოოქროვილი სამკერდე ბროშით - ბოლნური ჯვრით დაჯილდოვდნენ.

 

დაჯილდოვებული კომპანიები არიან:

 

საბროკერო და აქტივების მმართველი კომპანია „ველსი“ - დიმიტრი სუკიასოვი ნომინაციაში: „წლის აღმოჩენა და წარმატებული დებიუტი; პროფესიონალთა გუნდი;“

 

სააქციო საზოგადოება საბროკერო და აქტივების მმართველი კომპანია „ველსი“ ეროვნული ბანკის ლიცენზიის მიღების შემდეგ, გახდა პირველი პროპ-ტრეიდინგული კომპანია საქართველოში. ველსის ტრეიდერები ვაჭრობენ მსოფლიოს ყველა მსხვილ საფონდო და სავალუტო ბირჟებზე და ყველა ეს საქმიანობა ხორციელდება გამჭვირვალედ. კომპანია ახორციელებს სხვადასხვა საგანმანათლებლო და საკონკურსო ღონისძიებებს და მომავალში გეგმავს უნიკალური სერვისების დანერგვას.

 

 

"შავი ზღვის უნივერსიტეტი" - ილიას ჩილოღლუ ნომინაციაში : „უმაღლესი განათლების სტანდარტი; პოპულარობა სტუდენტებში;“

 

''შავი ზღვის საერთაშორისო  უნივერსიტეტი“  ამჟამად საქართველოში ერთ-რთი წარმატებული  და რეიტინგული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა. უნივერსიტეტის ყველა პროგრამა აკრედიტებულია.

IBSU-ში   ფუნქციონირებს როგორც ქართულენოვანი, ასევე, ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამები.

IBSU-ს სტუდენტები კონკურენტუნარიანები არიან მსოფლიოს მასშტაბით. ევროპის, აზიისა და ამერიკის  90-ზე მეტ უნივერსიტეტთან გაფორმებული მემორანდუმების  საფუძველზე, მათ საშუალება ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ გაცვლით პროგრამებში და ისწავლონ სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებში.    

IBSU-ში 27 ქვეყნის წარმომადგენელი იღებს  განათლებას, ეს კი მულტიკულტურულ გარემოს ქმნის, რაც მნიშვნელოვანია აკადემიური და სოციალური ცხორებისთვის.

 

"წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკური საავადმყოფო" - ზურაბ უტიაშვილი ნომინაციაში: „მაღალტექნოლოგიური სტანდარტები; ოპერატიული მენეჯმენტი;“

 

კავკასიაში პირველი "წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფო" არსებობის 150 წლიან ისტორიას ითვლის. 2012 წლიდან კლინიკა  აღიჭურვა უახლესი სამედიცინო აპარატურით.

 

კლინიკა პაციენტებს სთავაზობს, ერთ სივრცეში, სამედიცინო მომსახურების სრულ სპექტრს.

 

საავადმყოფოში  ფუნქციონირებს რეზიდენტურა. კლინიკა არის  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ბევრი სხვა სამედიცინო უნივერსიტეტის სასწავლო ბაზა, კმაყოფილი პაციენტი – კლინიკის მთავარი ორიენტირია!

 

კლინიკა გთავაზობთ მსოფლიო დონის, უმაღლესი სტანდარტების შესაბამის, ყველაზე სანდო, ხელმისაწვდომ, მაღალკვალიფიციურ სამედიცინო მომსახურებას უახლესი, თანამედროვე აპარატურის გამოყენებით. აქ დასაქმებული ექიმები არიან კომუნიკაბელურები, კეთილგანწყობილები პაციენტებისა და თანამშრომლების მიმართ, გაწონასწორებულები, ინოვაციურები; გამოირჩევიან მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით, არ არიან მიკერძოებულები, პირად ინტერესებზე მაღლა აყენებენ პაციენტის ინტერესებს, ზრუნავენ კლინიკის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისთვის, აქვთ ლიდერობის, გადაწყვეტილებების დასაბუთების, სტრესული სიტუაციების გამკლავების, კარგი კომუნიკაციის, გუნდური მუშაობის, საქმის ვითარებისა და მდგომარეობის გათვალისწინებით პრობლემის გადაჭრისთვის საუკეთესო გადაწყვეტილების მაქსიმალურად მოკლე დროში მიღების უნარები.

 

დღეისათვის მთავარი სიახლე არის ის, რომ გაიხსნა უახლესი აპარატურით აღჭურვილი კარდიოქირურგიის დეპარტამენტი, რაც უზრუნველოფს კარდიოლოგიური სამსახურის სრულყოფილ ფუნქციონირებას.  

 

კლინიკამ აისოს სერტიფიკატი მოიპოვა, რისთვისაც უზარმაზარი სამუშაოს ჩატარება და კლინიკის ფუნქციონირების ევროპულ სტანდარტთან შესაბამისობაში მოყვანა გახდა საჭირო.

 

 

"ღვინის ეზო #1"- თიკა დუღაშვილი ნომინაციაში - „წლის ოჯახური ბიზნესი; რეგიონალური ტურიზმის განვითარებაში შეტანილი წვლილი;“

 

„ღვინის ეზო N1“  ოჯახური ტიპის ტურისტული ობიექტია , რომელიც კახეთში, ყვარლის რაიონ სოფ. ახალსოფელში მდებარეობს. 

 

„ღვინისს ეზო N1“ ზუსტად ერთი წლის წინ შეიქმნა, თუმცა, მიუხედავად ამისა, მან ტურისტების მიზიდვის თვალსაზრისით, ყველა არსებული რეკორდი მოხსნა!

 

ობიექტის ძირითადი მიმართულება წინაპრების საქმიანობის, კერძოდ, ქვევრის ღვინის დაყენების ტრადიციის  უცხოელებისთვის გაცნობა წარმოადგენს, რაშიც მთელი ოჯახია ჩართული. ბიზნესის წარმოებისთვისთვის, ოჯახის წევრებს პრესტიჟული სამსახურების დატოვება და საცხოვრებლად  კახეთში გადასვლა მოუწიათ. 

 

„ღვინის ეზო N1“  სრულიად ორიგინალური კონცეფციაა, რომლის სლოგანია - „იგრძენი თავი საკუთარ სახლში“. ობიექტი აერთიანებს ტურიზმიის სხვადასხვა მიმართულებებს : ღვინის, აგრო, ეკო, ეთნო და გასტრო ტურიზმს. 

 

,,სოფელში კარგია’’ - ამ პიარ კამპანიით ბევრ ახალგაზრდას მიეცა სტიმული, რომ დაბრუნებულიყო რეგიონში და „ღვინის ეზო N1“-ის მსგავსი საქმიანობა წამოეწყო. 

 

„ღვინის ეზო N1“ პირველი კომპანიაა, რომელმაც ისეთი ადგილების პოპულარიზაცია დაიწყო, სადაც, უცხოელს ფეხი ჯერ არ ჰქონდა დადგმული. რეგიონის ცნობადობის გაზრდის თვალსაზრისით, დიდი როლი ითამაშა მედიამაც, - მომზადდა არაერთი სიუჟეტი, სტატია, დოკუმენტური ფილმი, რომელიც, შემდეგ მსოფლიოს  სხვადასხვა ქვეყანებში გავრცელდა.   

 

,,ღვინის ეზო N1“ ახალ სეზონზე ადგილობრივების დასაქმებასაც გეგმავს. მანამდე კი, ტურისტების გასამასპინძლებლად, მათგან იძენს  ნატურალურ  პროდუქტებს, რითაც  ეხმარება ხელმოკლე ოჯახებს.

 

დეგუსტაციები პირდაპირ ქვევრიდან, - სამი თაობის მარანში, კახური ტრადიციული სამზარეულოს დაგემოვნება და მასტერკლასები, ადგილობრივი ფოლკლორი და ქორეოგრაფია,  - ღვინის ეზო N1-ის სავიზიტო ბარათია! ოჯახმა უკვე დაიწყო ქვევრის ღვინის ბოთლებში ჩამოსხმა და ბიზნესის განვითარების შემდეგ ეტაპად მის საზღვარგარეთ გაყიდვას მოიაზრებს!

 

 

"სიღნაღის არტ ჰოტელი"- ლალი მოროშკინა  ნომინაციაში - „ეკო ტურისზმის განვითარბაში შეტანილი წვლილი;“ 

 

სასტუმრო "Art Hotel" სიღნაღში ისტორიულ ნაწილში , ქალაქის კედელთან, ეთნოგრაფიულ პარკთან ახლოს მდებარეობს.

„სიღნაღი არტ ჰოტელი“ ეს არის ახალი სახლის ტიპის სასტუმრო და ახალი სიტყვა სიღნაღის სასტუმროებში, გამორჩეული სტილით, ხედით და ადგილმდებარეობით.

 

შეგახსენებთ, რომ მედიაჰოლდინგი „ჯორჯიან თაიმსი“ და საზოგადოებრივი აზრისა დამარკეტინგული კვლევების კომპანია „გორბი“, ბიზნესრეიტინგს 1995 წლიდან  ატარებს.

 

 

 




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge