16:29 19.12.2018
„ჯორჯიან თაიმსი“ საუკეთესო ინვესტორ კომპანია „დრიმ ლენდ ოაზისს“ გამარჯვებას ულოცავს

 

14 დეკემბერს, თბილისი გარდენ ჰოლში, მედიაჰოლდინგ  „ჯორჯიან თაიმსისა“ და კომპანია „გორბის“ მიერ ორგანიზებული, რიგით XIX  ბიზნესრეიტინგის დაჯილდოება და საზეიმო საღამო გაიმართა, რომელშიც, სულ 38 კომპანია მონაწილეობდა. 

 

 

ღონისძიებას მთავრობის, საკანონმებლო ორგანოს, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, ექსპერტები, მედია და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ესწრებოდნენსტუმრებს შორის გახლდათ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი,"საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე და სხვა ოფიცილური პირები

 

ბიზნესრეიტინგის ღონისძიებაზე, ტრადიციულად,  2017-2018 წლის საუკეთესო კომპანიები და ინვესტორები გამოვლინდნენ

 

 

გამარჯვებულ ინვესტორ კომპანია -  Investment Award  - ბიზნესრეიტინგის ღონისძიების ფარგლებში, წელს უკვე მესამედ გაიმართა და საუკეთესოთა შორის საუკეთესო ინვესტორი კომპანია, კომპეტენტური ჟიურის გადაწყვეტილებით, წლის  დრიმ ლენდ ოაზისი“  და ნიკოლოზ გეგუჩაძე გახდა.

 

 

 

ამგვარი ღონისძიებები ბიზნესისთვის ძალიან დიდი მოტივაციაა, თავად ეს ფაქტი კი, - გამარჯვება - ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია

 

მოგეხსენებათ, კომპანია მთლიანად ავსტრიულია და ძალიან დიდი შრომა დაგვჭირდა იმისათვის, რომ ამ ხალხს ნდობა ჰქონოდათ ჩვენი ქვეყნისადმი. საქართველოში მათ განხორციელებული აქვთ 50 მილიონზე მეტი ინვესტიცია და სადღაც 100 მილიონ დოლარამდეა ჩადებული ჩაქვისდრიმ ლენდ ოაზისისპროექტზე გათვლილი, რომელიც უკვე უნდა დასრულდეს. ამის გარდა, სხვა რეგიონებშიც ვგეგმავთ მსგავსი პროექტების განხორციელებას

 

რაც შეეხება დღევანდელ ჯილდოს, ის ჩვენთვის ძალიან დიდი მოტივაციის მომცემია. ამგვარი აღიარება კი, ბიზნესმენებისთვის უმაღლესი წარმატების ნიშანია, რისკენაც, ყველა ამ სფეროში მოღვაწე ადამიანი იღწვის,“  - განაცხადა ნიკოლოზ გეგუჩაძემჯორჯიან თაიმსთანსაუბარში

 

„ჯორჯიან თაიმსი“ ულოცავს კომპანია დრიმ ლენდ ოაზის“ ღირსეულ გამარჯვებას და მომავალშიც დიდ წარმატებას უსურვებს!

 

 

 




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge