16:57 08.12.2019
"სევსამორა" - დასვენების და გართობის ცენტრი თბილისთან ახლოს

 

თბილისიდან 25 კილომეტრის დაშორებით, ეკოლოგიურად სუფთა ზონაში - საგურამოში, მრავალფუნქციური დანიშნულების, გასართობ-გამაჯანსაღებელი ტურისტული კომპლექსი - „სევსამორა რეზორტი და სპა“ გაიხსნა. ინვესტიციის საერთო თანხა 20 000 000 ლარს შეადგენს. მაღალი კლასის ტურისტულ-დასასვენებელი კოპლექსი 25 ჰა-მდე მიწის ფართობზეა განლაგებული და მოიცავს 45 ოთახს, ცალკე მდგომ დასასვენებელ სახლებს, კვების 5 ობიექტს, დახურულ და ღია აუზებს, სპა ცენტრს, სპორტულ და საბავშვო მოედნებს, საკონფერენციო და საბანკეტო დარბაზებს, პანორამულ ტერასა ბარებს, სადეგუსტაციო დარბაზებს, ღვინის მარან-მუზეუმს, ქვევრსაცავს, ღვინის გვირაბს, საკოლექციო ჯიშების საჩვენებელ და ბიო ვენახებს, მრავალწლიან ხეხილის ბაღებს და რეკრეაციულ ზონას. კომპლექსი სრულად ადაპტირებულია შშმ პირთათვის. 



კომპლექსის მშენებლობისა და კეთილმოწყობისათვის გამოყენებულია ისეთი იტალიური, ფრანგული და გერმანული ბრენდების ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია, როგორებიცაა: “Casalgrande Padana”, "la Fabrica“, “Jacob Delafon”, “Kerakoll“, “Cesar”, “Kohler”. „სევსამორა რეზორტი და სპა“ მიზნად ისახავს გამორჩეული ტურისტული ინფრასტრუქტურისა და მომსახურების შექმნას, სადაც სტუმრები შეძლებენ მყუდრო და კომფორტულ გარემოში დასვენებას, ქართული მევენახეობის ისტორიისა და კულტურის გაცნობას, ბიო-ქვევრისა და საკოლექციო ჯიშის ღვინოების დეგუსტაციებში, მასტერკლასებში, რთველში თუ წარმოების პროცესში მონაწილეობას. 

 

 

იხილეთ ვიდეო:




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge