დღე: 28

ღამე: 15

USD 2.7215

EUR 3.2155

„თბილისი ოდესმე შეძლებდა საკუთარი ბიუჯეტით მეტროს აშენებას? - 11 იანვარს, 54 წელი გავიდა, რაც თბილისის მეტროპოლიტენმა პირველი მგზავრები მიიღო“ 11.01.2020 22:29

ჟურნალისტი შორენა პაპაშვილი სოციალურ ქსელში იხსენებს, რომ 11 იანვარს, 54 წელი გავიდა, რაც თბილისის მეტროპოლიტენმა პირველი მგზავრები მიიღო:

 

„თბილისი ოდესმე შეძლებდა საკუთარი ბიუჯეტით მეტროს აშენებას? დღეს, 11 იანვარს, 54 წელი გავიდა, რაც თბილისის მეტროპოლიტენმა პირველი მგზავრები მიიღო. სადგურები: საოქტომბრო, მარჯანიშვილი, რუსთაველი, დიდუბე-რუსთაველი, ლენინის მოედანი, 26 კომისარი. ტრასა ერთობ რთულია, გვირაბმა რამდენჯერმე უნდა გაიაროს მდინა მტკვრის ქვეშ. მიწისქვეშა მაგისტრალების ტრასა დეტალურად არის დამუშავებული.

 

თბილისის მეტროსთვის გვირაბები ტყიბულჰესის, ლაჯანურჰესის, დარიალჰესის გვირაბების გაყვანაზე მომუშავეებს გაჰყავდათ. ისინჯებოდა ქანის სიმკვრივე. გვირაბის თხრისას მუშებს ხშირად ხვდებოდათ კლდოვანი ქანები, თერმული და აგრესიული ნიადაგქვეშა წყლის ნაკადები. ქანებიდან გამოდენილი წყალი, ზოგან მდინარესავით მიედინებოდა. რთული იყო მათთან გამკლავება.

 

მეტროპოლიტენის დასგურების მოსაპირკეთებლად იყენებენ ურალის თეთრ მარმარილოს, ნაცრისფერ გრანიტს, უკრაინის შავ და წითელ მარმარილოს.“

 

 

 

 

იხილეთ ვიდეო:

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ