დღე: 30

ღამე: 20

USD 2.7181

EUR 3.1875

ისტორიული ოქრო ლოზანადან - ქართველმა მოციგურავეებმა ოქროს მედლები აიღეს 16.01.2020 01:37

ლოზანაში მიმდინარე ზამთრის მესამე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე დღეს გათამაშდა მედლების ბოლო კომპლექტი ფიგურულ ციგურაობაში. ამჯერად ოლიმპიური მედლებისთვის იბრძოდნენ ე.წ. შერეული ინტერნაციონალური გუნდები. თითოეული გუნდი შედგებოდა მოცეკვავე და სპორტული წყვილების, გოგონათა და ვაჟთა ერთეულთა თანრიგის ფიგურისტებისგან. სწორედ ამ დისციპლინაში გაიმარჯვა გუნდმა (Team Courage), რომლის შემაგენლობაშიც შედიოდა ალინა ბუტაევა-ლუკა ბერულავას ქართული წყვილი. საქართველოს ფიგურისტებთან ერთად ოლიმპიური ოქროს მედლები მიიღეს ესტონეთის, რუსეთის და იაპონიის სპორტსმენებმა. ესტონეთი ვაჟთა ერთეულებში იყო წარმოდგენილი, რუსეთი - გოგონათა ერთეულებში, იაპონია - ცეკვებში, საქართველო კი - წყვილებში. ამ დისციპლინაში სულ 8 გუნდი გამოდიოდა. აღსანიშნავია, რომ ბერულავა-ბუტაევას წყვილმა საქართველოს ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ისტორიაში პირველი წარმატება მესამე საშეჯიბრო დღეს ბრინჯაოს მედლის მოპოვებით მოუტანა. 

 

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს.

 

ვიდეო სოცილურ ქსელში მაკა-მარიამ გიორგობიანმა გაავრცელა.

 

 

 

 

იხილეთ ვიდეო:

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ