00:35 17.01.2020
“ქართულ ოცნებას“ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის სხვა ალტერნატივა აღარ გააჩნია - ბიძინა ივანიშვილის გაპრემიერება რეალურია“

პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ,  ბიძინა ივანიშვილმა შესაძლოა, პრემიერ-მინისტრის თანამდებობა მეორედ დაიკავოს. “ქართულ ოცნებას“ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის სხვა ალტერნატივა აღარ გააჩნია. ბიძინა ივანიშვილის გაპრემიერება რეალურია“, -  ამის შესახებ “2020NEWS” -თან იურისტმა ლია მუხაშავრიამ განაცხადა.ამასთან, როგორც იურისტი სააგენტოსთან აღნიშნავს, საზოგადოებას ბიძინა ივანიშვილისგან მოულოდნელი სიუპრიზის მიღება (იგულისხმება ივანიშვილის პარემიერება) არ უნდა გაუკვირდეს, რადგან მმართველი პარტია 2020 წლის არჩევნებში გამარჯვების ერთ-ერთ აუცილებელ პირობად, თანამდებობაზე ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებას განიხილავს.

 

“ბიძინა ივანიშვილის გაპრემიერება მოულოდნელი არ იქნება, მითუმეტეს, ამ საარჩევნო წელს. გავიხსენოთ, “ქართული ოცნების“ ლიდერი საპრეზიდენტო კამპანიაში  რა ფორმით მონაწილეობდა. საარჩევნო ბანერზე სალომე ზურაბიშვილის ნაცვლად, ივანიშვილის სურათი იყო გამოკრული. სულ არ გამიკვირდება, რომ არჩევნების წინ ბიძინა ივანიშვილმა კიდევ უფრო მეტად გაგვაოცოს. ივანიშვილს საკუთარი ბიზნესისა და ხელისუფლების სათავეში ყოფნა ძალიან სჭირდება, სხვაგვარად მას ქონებას საფრთხე დაემუქრება .. იმ შემთხვევაში, თუ ბიძინა ივანიშვილს დასჭირდება, თანამდებობიდან გიორგი გახარიას ჯერ მოიცილებს და შემდეგ ხელს შეაწმინდავს. “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ 20 ივნისის მოვლენების შემდეგ, როცა მან გიორგი გახარია დააწინაურა, იფიქრა, ამ ნაბიჯით ხალხს წელში გადავტეხავ და ჩემს უპირატესობას დავამტკიცებო. ივანიშვილს დაავიწყდა, რომ ქართველ ხალხი ასეთი სახის ქმედებებს მარტივად არ ატარებს“, - განაცხადა ლია მუხაშავრიამ.

 

“ქართული ოცნების“ წევრები  პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ბიძინა ივანიშვილის მეორედ მოსვლის სურვილს საჯარო საუბრებშიც ვერ მალავენ. მმართველი პარტიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა,  რევაზ არველაძემ “2020NEWS“-თან ბიძინა ივანიშვილის გაპრემიერება საჯაროდაც მოითხოვა.

 

 

 


“2020NEWS“




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge