18:23 02.02.2020
მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ უკრაინა ხუთ სახელმწიფოდ დაიყოფა, თუ ქვეყანა არსებულ პოლიტიკას შეინარჩუნებს

ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინას ხუთ სახელმწიფოდ დაყოფას უწინასწარმეტყველებს იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა არსებულ პოლიტიკას შეინარჩუნებს. ამის შესახებ მან უკრაინულ ტელევიზიასთან გადაცემაში „ხალხის ხმა“ განაცხადა. სააკაშვილმა მიანიშნა იმაზე, რომ უკრაინის რეგიონულ ხელისუფლებებს თავისი არმია გააჩნიათ, რომლებიც შესაძლოა, გამოიყენონ ეკონომიკური კრიზისის დროს, რომელიც, მისი თქმით, გარდაუვალია პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის პრეზიდენტობის პერიოდის წარუმატებელი პოლიტიკის გამო. სააკაშვილის თქმით, უკრაინას არ აქვს დრო, ეკონომიკური ვითარება შეცვალოს, ხოლო არსებული ვითარების შენარჩუნებისას ყველაფერი ფუჭი იქნება. მან არ გამორიცხა, რომ ქვეყანას დიდი კრიზისი ემუქრება. „ეს დიდი კრიზისი ქვეყნის ჩამონგრევაში გადაიზრდება“, - განაცხადა საქართველოს ექსპრეზიდენტმა.

 

 

იხილეთ ვიდეო:




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge