გიორგი ცუცქირიძის ბლოგი - „ჯაჭვის პერანგი (ნაციონალიზმი და გლობალიზმი)“:
დღეს როდესაც მსოფლიო შედის გლობალური გადაფასების ახალ ერაში, კიდევ უფრო აქტუალური ხდება, თვითმყოფადობის და განვითარების ახალი პარადიგმის ძიება. გასულ ეპოქებში ჩვენი, როგორც ერის გადარჩენის მთავარი ინსტრუმენტი იყო არა მხოლოდ წარსულის კულტივირება და ტრადიციები, არამედ გლობალურ ცვლილებებთან თავსებადობა და გნებავთ ადაფტირება და რაც მოპოვებული ცოდნის ექსპორტით ხორციელდებოდა და ჩვენს იდენტობასაც დიდწილად განსაზღვრავდა. თუნდაც დიონისე არეოპაგელი სწორედ ამ კულტურული მეინსტრიმის მატარებელი იყო. რამდენიმე წლის წინ ფურორით გასული ფილმი "ავატარი", რომელმაც ჩვენებების რეკორდები მოხსნა, ამ გლობალური ტრანსფორმაციის თავისებურ გასაღებსაც წარმოადგენს. გლობალური კატაკლიზმები, ამაზონის და ავსტრალიის ტყეების ხანძრები, აჩვენებს, რომ კაცობრიობა დგას ახალი გლობალური გამოწვევის წინაშე. მან უნდა შეძლოს მოთხოვნილებისა და დედამიწაზე არსებული რესურსების ისე დაბალანსება, რომ ბუნებას დარჩეს რესურსების კვლავარწარმოებისდა თვითრეგულაციის შესაძლებლობა, ამასთან უნდა გამოირიცხოს ეკოლოგიური პრობლემების წარმოქმნისსაფრთხე. პლანეტარული პროგრამები და მარსის კოლონიზაციის სტრატეგიაც სწორედ დარღვეული ბალანსის აღდგენას ემსახურება. მეორეს მხრივ, კიდევ უფრო აქტუალური ხდება გლობალური კოოპერაცია ეკონომიკაში, შრომის საერთაშორისო დანაწილებაში, ეკოლოგიაში და ა.შ. მეორე მხრივ, ნეო ლიბერალური იდეოლიგიის კრიზისის ფონზე, ასევე აქტუალურობას იძენს გლობალიზაციისა და ეროვნული თვითმყოფადობის თავსებადობის პრობლემა, და განსაკუთრებით ჩვენნაირი მცირე ერებისთვის, როგორც იდენტობის გადარჩენის, ისე ფიზიკური ანუ დემოგრაფიული თვალსაზრისითაც.
"ეროვნულობა, ეროვნული საიამაყე და ეროვნული ინსტიტუტები, მათთვის დამახასიათებელი ნაკლოვანებების მიუხედავად, ქმნიან მოქმედი დემოკრატიის საუკეთესო საფუძველს" - ამბობდა ბრექსიტის იდეური დედა, რკინის ლედად წოდებული მარგარეტ ტეთჩერი, ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იან წლებში. ამავე პერიოდში წერდა ეროვნული გმირი მერაბ კოსტავა, ჯაჭვის პერანგად უნდა მოირგო ტანზე ერის სიყვარული და კარგა ხანს უნდა ატარო ტანზე ეს გრილი ლითონი, სანამ სიყვარულის ახალი ტალღით გადამეტებული მხურვალებით არ შემოგადნება ტანზეო. მაგრამ ეს კი არ გააქრობს ერის სიყვარულს, არამედ სხვა ერების გულებს იგრძნობ მაშინ, რადგან ეროვნულიდან ინტერნაციონალურისაკენ მიმავალი ეს გზა აუცილებელია, " რათა უნიადაგო, ჰაერში გამოკიდებულ ხეს არ დაემსგავსოს კაციო". გასული საუკუნის 80-იან წლებში ეროვნული მოძრაობა ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას წინამძღოლობით იდგა "თერგდალეულების" ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ამ ზოგადსაკაცობრიო პლათფორმაზე და ამიტომაც უწოდეს ილიას ერის მამა.
თანამედროვე ცივილიზაციის გამოწვევაც ერთის მხრივ, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ღირებულებებით, მეორე მხრივ, ეროვნული თვითმყოფადობის პრობლემით ანუ ორი განსხვავებული და წინააღმდეგობრივი შეხედულების თანაცხოვრების ძიებაშია და იქნება იქამდე, სანამ თავისთავად, ყოველგვარი ხელოვნური ჩარევის გარეშე, თავად დრო არ მოხსნის ამ პრობლემას. ზოგს ჰგონია, რომ ჩვენთან ლიბერალიზმის კრახი, ჩვენი საზოგადოების არადაკმარისმა მზაობამ, ეკლესიის ფაქტორმა თუ გრანტების არასწორმა განაწილებამ გამოიწვია. ეს გარემოებები აქ არაფერ შუაშია. მსოფლიო მიდის თავისი ბუნებრივი ვექტორის დაბრუნებისაკენ, ლიბერალიზმი გადაიქცა მარაზმად და გადავიდა ნეო პლათფორმაში, რაც არის უფლებების არასწორი გაგება და პროფანაცია, სადაც ვალდებულება გახდა ნიველირებული. განვითარების ეს არაბუნებრივი პარადიგმა, არის სწორედ ნეო ლიბერალური კრიზისის საფუძველი. გეი პროპაგანდაც ეგ იყო, რეალობად მიიღეთ ის რაც თქვენ შეიძლება არ მოგწონთ, მაგრამ ეს გვსურს ელიტებს, ხალხმა დაამხო რევოლუციებით ყველა ყავლგასული და თავსმოხვეული შეხედულებები და იდეოლიგიები თავის დროზე.
ამიტომაც იყო ტაბუირებული დიდი რეფორმატორი და თანამედროვე ევროპული არქიტექტურის მამა, ნაპოლეონ ბონაპარტეც. როდესაც 2007 წლიდან, გლობალური ეკონომიკური კრიზიზის შემდეგ, დაიწყო ანტიგლობალისტურად მონათლული მოძრაობები, თუნდაც "დაიკავე უოლ სტრიტი," რომელიც მიმართული იყო საერთაშორისო ბანკების და ფინანსური ოლიგოპოლიების წინააღმდეგ, და რაც ბევრს დროებითი მოვლენა ეგონა, უკვე მაშინ ჩანდა ტრამპის აჩრდილი და ბრექსიტი გლობალურ ჰორიზონტზე. დღეს ჩვენ ვდგავართ ახალი გლობალური ტრანსფორმაციის ეპოქაში. ჩვენ უნდა ამოვიდეთ არა მხოლოდ პროტოქართული ცივილიზაციის ფუძიდან, არამედ იბერიული ცივილიზაციის თანამედროვე ნარატივიდანაც, რადგან ამ ცივილიზაციამ რამდენჯერმე უკვე გაიარა ეს სტადიები, რისი შედეგიც არის იბერიულ-პირინეული და რაც მთავარია, იბერიულ-კავკასიური მემკვიდრეობა. ამაზე სხვა დროს " "ჯაჭვის პერანგში" მოვყვები.
ჩვენ პროვინციულ და დაჩლუნგებულ ფსევდო ლიბერალურ ელიტაზე რა გითხრათ, ლიბერალიზმის ზენიტში ვერ შექმნეს სამოქალაქო პლაცდარმი და რა გიკვირთ, თუ ახლა არიან იდეოლოგიურად და ელექტორალურად გაკოტრებულები.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge