20:15 08.02.2020
ტაილანდში ჯარისკაცის მიერ მოკლულთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა

ტაილანდში, ნახონ რატჩასიმაში ჯარისკაცის მიერ მოკლულთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა. ტაილანდელმა ჯარისკაცმა ჯაკრაფანჰ ტჰომმა თავდაპირველად სამხედო მეთაური მოკლა და სამხედრო ბანაკიდან იარაღი გაიტაცა. მოგვიანებით ის ქალაქის ცენტრში მდებარე სავაჭრო ცენტრში შეიჭრა, ცეცხლი გახსნა და მძევლები აიყვანა. ეჭვმიტანილი პარალელურად თავდასხმის ფოტოებს „ფეისბუქზე“ ტვირთავდა, ვიდრე მისი გვერდი არ გააუქმეს. ვიდეო მასალაში, რომელსაც სხვადასხვა მედია აჩვენებს, ჩანს რომ სავაჭრო ცეცხლის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლია. სავარაუდოდ ხანძარი გაზის ბალონის აფეთქებამ გამოწივია. ამ დროისთვის სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილია და შენობიდან სროლის ხმა ისმის.

 

 

 

იხილეთ ვიდეო:




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge