19:55 09.02.2020
„მარტო ამ ერთი ფრაზისთვის ღირდა სიცოცხლე! - წავედით, გავფრინდეთ!“ - ტაქსის მძღოლმა და პოლიტიკოსმა გია ყარყარაშვილის გამო იჩხუბეს

აფხაზეთის ომის ვეტერანი დავით ახრახაძე სოციალურ ქსელში ცნობილი პოლიტიკოსის შესახებ ტრაგიკომიკურ ამბავს ყვება. როგორც გაირკვა, ორმა ადამიანმა გია ყარყარაშვილის გამო იჩხუბა, გია კი ვეტერანებისთვის გმირი და ღირსეული ადამიანია:

 

„მოკლედ, ასეთი ტრაგიკომედია მოხდა თბილისში სულ ახლახან. მეცინება, თუმცა რაა სასაცილო..... აი ეს ბებიის ძუძუთი რომ იკვებება მაჭუტაძე..... ტაქსიში ჩამჯდარა და ვიღაცასთან ომზე საუბრობს, ამ სიტყვებით.... აი იმ ყარყარაშვილმა და მისმა ვეტერანებმა რა გააკეთესო საერთოდო, ომი წააგესო და რაღაც ასეთი დამცინავი ბაზარი.... ტაქსის მძღოლი აღმოჩნდა ვეტერანი და გააჩერა მანქანა, გახედა უკან და ეს მაჭუტაძე კი არ ამოიცნო???? შენ ვისზე ლაპარაკობ, შე სირო, თუ ხარ აზრზეო და ...... ამ დროს ეს სათვალიანი ყ...ე გაიქაჩა და წაიწია თურმე ამ ტაქსის მძღოლისკენ და..... რაც მოხდებოდა, კი მიხვდებით. მეგობრებო.... სათვალე მიალეწა და მიახატა კიდეც სახეზე თურმე ამ ვეტერანმა. კარგად დააპანჩურა და ბღაოდა თურმე მაჭუტაძე, პატრული-პატრულიო....... ხოდა, პატივცემულებო! ვინც როდესმე გიაზე სიტყვას დაასველებთ, სახესაც აგახევთ!“, წერს დავით ახრახაძე და იქვე აქვეყნებს ვიდეოს, სადაც კარგად ჩანს გია ყარყარაშვილის გმირობა გაგრის დაცემის დღეებში. 


იხილეთ ვიდეო:




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge