14:01 11.02.2020
"არავის ახსენდება, რომ შეუდარებლად ნაკლები თანხის გაფლანგვაზე, დღეს სასჯელს იხდიან „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები"

პოლიტიკური ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს:

 

"ჩვენი საზოგადოების ერთ ნაწილს გიგი უგულავას დაპატიმრება პოლიტიკურ და ემოციურ სიბრტყეში გადაჰყავს, ალბათ იმის იმედით, რომ ხალხი ემოციურ სიმართლეს უფრო დაიჯერებს. არადა, რაციონალურად არის ახსნილი სასამართლოსა და იურისტების მიერ თუ რისთვის და რა მუხლების საფუძველზე დაიჭირეს.


რატომღაც არავის ახსენდება, რომ შეუდარებლად ნაკლები ოდენობის საბიუჯეტი თანხების გაფლანგვაზე დღეს სასჯელს იხდიან „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები - ბათუმის ყოფილი მერი ერმაკოვი, ზუგდიდის მერის მოადგილე გულორდავა, წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე ივანიშვილი. დაკავებული არიან ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი და საკრებულოს ახლანდელი თავმჯდომარე კაკულია.


როგორც იტყვიან Dura lex, sed lex."- წერს ანჯაფარიძე.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge