15:41 11.02.2020
"გიგი უგულავა სამჯერ გასამართლდა იმიტომ, რომ ყოველთვის სამჯერ სამართლდება ადამიანი ერთი და იგივე საქმეზე - პირველ, მეორე და მესამე ინსტანციაში"

„თუ სპეკულაციურად ვიტყვით, გიგი უგულავა სამჯერ გასამართლდა იმიტომ, რომ ყოველთვის სამჯერ სამართლდება ადამიანი  ერთი და იგივე საქმეზე -  პირველ, მეორე და მესამე ინსტანციაში. მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნებისმიერი ადამიანი  სამჯერ არის გასამართლებული", -  განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ გიგი უგულავას დაპატიმრებასთან დაკავშირებით.

 

 

მისივე თქმით, გიგი უგულავას საქმეზე  უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ოპოზიცია ქართულ საზოგადოებას  და როგორც ჩანს, საერთაშორისო პარტნიორებსაც ატყუებს, რომ თითქოს ერთ საქმეზე ორჯერ გასამართლდა ადამიანი.

 

 

„მსგავსი არაფერი მომხდარა. ერთ საქმეზე ორჯერ მოუწია მას ციხეში ჯდომა იმიტომ, რომ უზენაესმა სასამართლომ გაიზიარა  პროკურატურის პოზიცია, რომლის მიხედვითაც მან დაადგინა, რომ საქმე გვაქვს გაფლანგვასთან და არა უფლებამოსილების გადამეტებასთან, როგორც ეს ორი ინსტანციის სასამართლომ თქვა და შეუფარდა შესაბამისი სასჯელი. მაც მოხდილი ჰქონდა ერთი წელი და 3 თვე, რაც 4 წლიდან და 5 თვიდან ჩაუთვალა სასამართლომ  და იმიტომ დარჩა 3 წელი და 2 თვე. ამიტომ, ორჯერ ერთი და იგივე საქმეზე გასამართლება არის  აბსოლუტური ტყუილი და სამწუხაროა, თუ ბატონმა ადამ კინზინგერმა  ეს გაიზიარა. ის მიიღებს რეალურ ინფორმაციას. ნებისმიერი ჩვენი პარტნიორი, სტრატეგიული პარტნიორის წარმომადგენელი  მიიღებს რეალურ ინფორმაციას და გარწმუნეთ, რომ არ დარჩება ობიექტურად მოფიქრალი არც ერთი ადამიანი მსოფლიოში, რომელიც იტყვის, რომ გიგი უგულავა ერთ საქმეზე ორჯერ გასამართლდა", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge