22:21 11.02.2020
„არჩევნების წინ ოპოზიციის ლიდერი გიგი უგულავა კვლავ ციხეშია - ჩვენ ვისმენთ ოპოზიციის სხვა ლიდერების წინააღმდეგ აღძრული საქმეების შესახებ“

ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას დაკავებას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით კონსენსუსის მიღწევას საფრთხე ემუქრება. „საქართველოდან შემაშფოთებელი ამბები მოდის. არჩევნების წინ, ოპოზიციის ლიდერი გიგი უგულავა კვლავ ციხეშია. ჩვენ ვისმენთ ოპოზიციის სხვა ლიდერების წინააღმდეგ აღძრული საქმეების შესახებ. რთული დასაჯერებელია, რომ ეს არ არის პოლიტიკურად მოტივირებული. საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით კონსენსუსი საფრთხის წინაშეა“, – წერს ევროპის სახალხო პარტიის წევრი მაიკლ გალერი.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge