16:26 12.02.2020
„გიგი უგულავას დაკავებას და დიალოგის შესაძლებლობას ნუ დავუკავშირებთ ერთმანეთს"

ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ოპოზიცია გიგი უგულავას დაკავების ფაქტს ხელისუფლებასთან დიალოგის ჩაშლისთვის იყენებს.

 

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მოლაპარაკებების განხილვა საჭიროა დიალოგის რეჟიმში და არა ქუჩის აქციების პროცესში.

 

„გიგი უგულავას დაკავებას და დიალოგის შესაძლებლობას ნუ დავუკავშირებთ ერთმანეთს. მართლმსაჯულებას არ აქვს კარგი ან ცუდი დრო, არ შეიძლება იყოს მოსახერხებელი და მოუხერხებელი დრო მართლმსჯასულებისთვის. სამწუხაროა, რომ მისი აღსრულების დრომ შექმნა განცდა, რომ ეს შეიძლება იყოს პოლიტიკურად მოტივირებული ან პოლიტიკასთან დაკავშირებული. სამწუხაროა, რომ ოპოზიცია იყენებს ამ ფაქტს დიალოგის ჩაშლისთვის. რა თქმა უნდა, შევუერთდები ჩემს კოლეგებს ოპოზიციისკენ მოწოდებაში, რომ დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

 

შეგახსენებთ, უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 2 თვით პატიმრობა განუსაზღვრა.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge