20:39 12.02.2020
„ევროპელი სოციალისტების პარტია“ მხარს უჭერს ინიციატივას, რომ გიგი უგულავას საქმეზე საქართველოში ევროპარლამენტის დეპუტატების ფაქტების შემსწავლელი მისია გამოიგზავნოს

„ევროპელი სოციალისტების პარტია“ მხარს უჭერს ინიციატივას, რომ გიგი უგულავას საქმის შემდგომი გამოძიების მონიტორინგის მიზნით, საქართველოში ევროპარლამენტის მთავარი პოლიტიკური ჯგუფების დეპუტატების ფაქტების შემსწავლელი მისია გამოიგზავნოს. როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, შესაბამისი ინიციატივა პირველად თბილისის მერის და „ევროპელი სოციალისტების პარტიის“ დამკვირვებელი წევრის - „ქართული ოცნებისგან“ გაჟღერდა, მას შემდეგ, რაც „ევროპული საქართველოს“ ლიდერის და ამჟამინდელი ოპოზიციონერის, გიგი უგულავას წინააღმდეგ სასამართლო პროცესის გარშემო ცხარე დებატები წარმოიშვა.

 

„ჩვენ მივესალმებით საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის გამჭვირვალობის გაუმჯობესებისკენ გადადგმულ ამ ნაბიჯს. ეს მისია, რომელსაც უხელმძღვანელებენ ჩვენი კოლეგები „სოციალისტების“ და „დემოკრატების“ ალიანსიდან და „ევროპის სახალხო პარტიიდან“, დიდ წვლილს შეიტანს ამ საქმის არსებითი მხარის ზედმიწევნით შესწავლასა და შეფასებაში, ასევე მას შესძენს მეტ სიცხადეს“, – განაცხადა „ევროპელი სოციალისტების პარტიის“ პრეზიდენტმა, სერგეი სტანიშევმა.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge