20:26 13.02.2020
„როგორ მოიქცა ასოცირების საპარლამენტო კომიტეტზე „ნაციონალური მოძრაობა“, შეაფასებს ქართული საზოგადოება და ეს პასუხი იქნება ძალიან მძიმე“

იმას, თუ როგორ მოიქცა, ასოცირების საპარლამენტო კომიტეტზე, „ნაციონალური მოძრაობა“, შეაფასებს ქართული საზოგადოება და ეს პასუხი იქნება ძალიან მძიმე, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტზე რეზოლუციის ჩაგდებას. როგორც მათიკაშვილი აცხადებს, არ დაუჭირო მხარი იმ რეზოლუციას, რომელიც ეკუთვნის შენს ხალხს და არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, დანაშაულია.

 

"იმას თუ როგორ მოიქცა, ასოცირების საპარლამენტო კომიტეტზე, „ნაციონალური მოძრაობა“, შეაფასებს ქართული საზოგადოება და ეს პასუხი იქნება ძალიან მძიმე. არ დაუჭირო მხარი იმ რეზოლუციას, რომელიც ეკუთვნის შენს ხალხს და არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, არის დანაშაული, თანაც ეს გააკეთო მხოლოდ იმის მერე, როცა მომხსენებლის მხრიდან შენს მიერ შეთავაზებული ნეგატიური ცვლილებები არ იქნება გაზიარებული. სწორედ ასეთ ფაქტს ჰქონდა დღეს ადგილი სტრასბურგში, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტზე, და ეს ახარებთ მათ, ვინც ჩვენი ქვეყნის მტრობა დაისახა მიზნად. ცნობისთვის, ევროპარლამენტში რეზოლუცია 2013 წელსაც ჩავარდა, თუმცა, მას შემდეგ, ხელისუფლების დამსახურებით, საგარეო ასპარეზზე ძალიან ბევრ წარმატებას მივაღწიეთ და მომავალშიც აუცილებლად მივაღწევთ",- აცხადებს მათიკაშვილი, რომელის კომენტარსაც პარლამენტის პრესასამსახური ავრცელებს.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge