14:18 14.02.2020
"ამდენი წელი რატომ იყო თაროზე შემოდებული საქმე? ეს აჩენს კითხვებს, თორემ უგულავაზე არავინ ამბობს ანგელოზიაო” - მუხაშავრია

"მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს ინიციატივა თავად ევროპარლამენტიდან წამოვიდა, მათი შეთავაზება იქნება და მმართველი გუნდი იძულებული გახდა დათანხმებოდა"- ასე ეხმაურება იურისტი და უფლებადამცველი ლია მუხაშავრია გიგი უგულავას საქმეზე ფაქტების დამდეგნი მისიის საქართველოში მოწვევას”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, “ამდენი წელი რატომ იყო თაროზე შემოდებული საქმე? ეს აჩენს კითხვებს, თორემ უგულავაზე არავინ ამბობს ანგელოზიაო” - მუხაშავრია


"საქართველოს ხელისუფლება აპირებს გიგი უგულავას საქმეზე ფაქტების დამდეგნი მისიის მოწვევას ევროპარლამენტიდან. როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, მისიის ჩამოსვლა მნიშვნელოვანია და მისია ქართულ მხარესთან ერთად ამ საკითხებს სამართლებრივ-პოლიტიკურ ასპექტში განიხილავს. მისი თქმით, ეს საკითხი უნდა გახდეს საერთაშორისო მსჯელობის საგანი, მხოლოდ მას შემდეგ რაც კომპეტენტური დასკვნა იქნება გაკეთებული. წინააღმდეგ შემთხვევაში აზრთა სხვადასხვაობა აზიანებს ქვეყნის სტაბილურობას და ქმნის არასწორი ინფორმაციის გავრცელების წინაპირობას. მმართველ გუნდში იმასაც აცხადებენ, რომ ხელისუფლების ინიციატივა "ნაციონალებს" და მის სატელიტებს არ აწყობთ, რადგან ფაქტის დაადგენა ყოველთვის მათ წინააღმდეგ მოქმედებს. უგულავას საქმეზე ფაქტების დამდგენი მისიის მოვლინებაზე მზადყოფნა გამოთქვა ევროპარლამენტში ევროპული სოციალისტების პარტიამ”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

"გიგი უგულავას საქმის მასალებს არ ვიცნობ, მაგრამ თუ ამ კაცმა ფონდის კუთვნილი ფული გაფლანგა თავისი მერობის დროს, ამდენი წელი ეს საქმე რატომ იყო თაროზე შემოდებული? ეს აჩენს კითხვებს და მოსაზრებას, რომ ამ საქმეს პოლიტიკური სარჩული უდევს. თორემ უგულავაზე არავინ ამბობს, რომ ანგელოზია. "ხელისუფლების ყოჩაღი განცხადებები, თუ არ გჯერათ, წავიდეს უგულავა და სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივროსო, ევროპულ სასამართლოში საქმეების გარჩევას ზოგ შემთხვევაში წლები სჭირდება. "მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს ხელისუფლების ინიციატივა არ არის და თავად ევროპარლამენტმა შესთავაზა ეს წინადადება, ხელისუფლება კი იძულებული იყო დათანხმებულიყო. ასეთი პრცენდენტი იყო 2000 წელს აზერბაიჯანში, როცა შეისწავლეს პატიმრების საქმე. თუ მართლაც მოხდა ამ საქმის შესწავლა უცხოელი სპეციალიტების მიერ, მითუფრო საყურადღებო იქნება ამ კომისიიs მუშაობა და შედეგები, რაც ცალსახად მიუთითებს იმაზე, რა მდგომარეობაშია მართლმსაჯულება ქვეყანაში”, - განაგრძობს გამოცემა.

 

"როგორც გადასახადების გადამხდელს კი მაინტერესებს, ვინ უნდა გადაიხადოს თანხა, რომელიც კომისიის მუშაობას დასჭირდება, მასალებია გასაცნობი, იქ თარგმანი, მათი მივლინების ხარჯები და ა.შ. ვფიქრობ ცოტა არ დაჯდება. დასკვნა დარწმუნებული ვარ იქნება, რომ არის ფუნდამენტალური დარღვევები. ანუ, არის თუ არა უგულავა პოლიტპატიმარი, ამის დასადგენად საფასური ისევ თავისი ჯიბიდან ხალხმა უნდა გადაიხადოს?" - განაცხადა "რეზონანსთან" ლია მუხაშავრიამ”, - წერს სტატიის ავტორი.




ავტორ(ებ)ი : რეზონანსი