17:47 14.02.2020
"ერთი ყოფილი მაღალჩინოსნის ყოფილი თანაშემწის ყოფილი მოადგილე იძახის, შეიძლება უახლოეს მომავალში თქვენთან ადამიანის უფლებებს საფრთხე შეექმნასო"

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

 

"ერთი კონგრესმენი მეუბნება, თქვენთან დემოკრატია აღარ არიო.


მეორე მიმტკიცებს, თქვენთან დემოკრატია ყვავისო.


ერთი ევროპარლამენტარი მეუბნება, შენი სამშობლო განსაცდელშიაო.


მეორე მიმტკიცებს, შენი დედულ-მამული წამყვან პოზიციებზეაო.


ერთი ყოფილი მაღალჩინოსნის ყოფილი თანაშემწის ყოფილი მოადგილე იძახის, შეიძლება უახლოეს მომავალში თქვენთან ადამიანის უფლებებს საფრთხე შეექმნასო.


მეორე ყოფილი მაღალჩინოსნის ყოფილი თანაშემწის ყოფილი მდივნის აზრით, ჩემს ქვეყანაში ადამიანის უფლებები დაცულია.


ერთ-ერთი ქვეყნის საელჩოს დარაჯი მიცხადებს, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენების გამო უკიდურესად შეშფოთებულია.


რომელიღაცა ქვეყნის საელჩოს დამლაგებელი მატყობინებს, სულაც არ ვარ შეშფოთებული, რეფორმები ამ ტემპში გააგრძელეთო.


ნატოდან მწერენ - კი, მაგრამ ვერაო.


ევროკავშირიდან მომწერეს - ბაზარი არ არი, მაგრამ აზრზე არა ვართ, რა იქნებაო.


უკაცრავად, მეგობრებო... რატომ მაბნევთ?!"- წერს ზედელაშვილი.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge