20:55 14.02.2020
აშშ თავდაცვის მდივანი მარკ ესპერი გიორგი გახარიასთან გამართულ შეხვედრას „ტვიტერში“ ეხმაურება

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი მარკ ესპერი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან გამართულ შეხვედრას, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების რიგით 56-ე კონფერენციის ფარგლებში შედგა, სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება. აშშ-ის თავდაცვის მდივანი ხაზს უსვამს, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. მარკ ესპერი მადლობას უხდის საქართველოს - გლობალური უსაფრთხოების სფეროში შეტანილი მრავალჯერადი წვლილისთვის.

 

„საქართველოს პრემიერ-მინისტრ, მის აღმატებულება გიორგი გახარიასთან განვიხილეთ სტაბილურობისა და უსაფრთხოების საკითხებში ნაკისრი საერთო ვალდებულებები. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. საქართველოსი მადლობელნი ვართ - გლობალური უსაფრთხოების სფეროში შეტანილი მრავალჯერადი წვლილისთვის,“- წერს აშშ-ს თავდაცვის მდივანი მარკ ესპერი სოციალურ ქსელში.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge