მეუფე შიო - მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს, დაიცვას სამწყსო
მეუფე შიოს თქმით, ძნელია, მოიძებნოს საეკლესიო ცხოვრების სფერო, რომელზეც ილია მეორეს არ უზრუნია და მისი მემკვიდრეობისადმი პატივისცემა, ეკლესიის მომავალზე ფიქრი გვავალდებულებს, განვაგრძოთ ეს გზა ეკლესიის ერთგული მსახურებით, სიყვარულით, ურთიერთპატივისცემით და ერთობით, რაც ყოველთვის იყო მისი უწმინდესობის უმთავრესი საზრუნავი.