16:07 17.02.2020
"პოლიტიკაში დაბრუნებულმა მარგველაშვილმა პირველი ავტოგოლი უკვე გაიტანა" - ზაალ ანჯაფარიძე

ზაალ ანჯაფარიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

 

„როცა საკითხი დემოკრატიული დღის წესრიგის გაღრმავებას ეხება, მზად ვარ ველაპარაკო ყველა პოლიტიკურ ფიგურას. მათ შორის სააკაშვილს, თუ მას ხედვა აქვს საქართველოში დემოკრატიის გაძლიერებასთან დაკავშირებით“.


ეს გიორგი მარგველაშვილის სიტყვებია და ჩემთვის ნიშნავს დაახლოებით იგივეს, ომისშემდგომ გერმანიაში დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაზე ნაცისტური პარტიის დარჩენილ ლიდერებთან რომ გაემართათ კონსულტაციები.


სააკაშვილმა & Co შესანიშნავად დაანახა ყველას, აქაც და ქვეყნის ფარგლებს გარეთაც, თუ რა ხედვა აქვს დემოკრატიასთან მიმართებაში.


პოლიტიკაში დაბრუნებულმა მარგველაშვილმა კი პირველი ავტოგოლი უკვე გაიტანა." - წერს იგი.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge