12:02 18.02.2020
"თუ ოპოზიცია დიალოგში დაბრუნებას და შეთანხმებას ვერ შეძლებს, იქნება მკაფიო სიგნალი, რომ ეს ნაწილი დესტრუქციულია"

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მმართველი პარტია და პარტნიორები ერთ პოზიციაზე არიან, რომ პოლიტიკური დიალოგი არის აუცილებელი, ხოლო ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც დიალოგში ჩართვისგან თავს იკავებს, განსხვავებულ პოზიციაზეა.

 

თალაკვაძის განცხადებით, როგორც მმართველი პოლიტიკური ძალა, ასევე პარტნიორები - ამერიკის შეერთებული შტატები, ევროპის საბჭო, ევროკავშირი პოლიტიკურ დიალოგს მხარს უჭერს.

 

"ჩვენი შეთავაზება არის კომპრომისული და სამართლიანი. ერთჯერადი გამოყენებისთვის ოპოზიციას შევთავაზეთ 2020-ში მნიშვნელოვნად შეცვლილი პროპორციები - 100/50. ეს არის ოპოზიციისთვის ტესტი. თუ ოპოზიცია დიალოგში დაბრუნებას და ამ ფარგლებში შეთანხმებას ვერ შეძლებს, ეს იქნებ მკაფიო სიგნალი, რომ ოპოზიციის ეს ნაწილი არის დესტრუქციული და რეალურად მხარს უჭერს ქვეყანაში დესტაბილიზაციის პროცესს. იმედი მაქვს, რომ დიალოგს დაუბრუნდებიან პოლიტიკური ძალები და ჩვენ შევძლებთ გარკვეულ წესებზე შეთანხმებას წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამდე”, - განაცხადა თალაკვაძემ.

 

 




ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge