22:28 18.02.2020
„განზრახ მკვლელობა რომ იყოს, პირველსავე ცდაზე არ გაუჭირდებოდა მიზანში სროლა - კლავდნენ და თავი დაიცვა... ჯერ ფეხებში ესროლა და რომ წააქციეს, მერე მოხდა მუცელში სროლა“

ბრალდებულ მერაბ კობიაშვილის ცოლი ნატა ქიტესაშვილი სამ ვიდეოს ასაჯაროებს, სადაც ჩანს, რა უძღოდა წინ გუდაურში 28 წლის ბარმენის მკვლელობას და წერს:

 

არ ვიცი ჩხუბის მოტივი, არც ის ვიცი, რატომ არის ჩემი ქმარი მკვლელი, მაგრამ ის, რომ თოთოეულ სტუმარს გუდაურს, ყაზბეგს აყვარებდა და ყველაფერს აკეთებდა, რომ უკან დაბრუნებულიყვნენ და ისევე შეეყვარბინათ ეს მხარე, როგორც მას უყვარდა (ხანდახან ამის გამო გარეკილიც მეგონა)...
არ გამიკვირდებოდა მისი უხცოელი ტურისტების მხარდაჭერა და ამაზე ხალხის გაღიზიანება... მუდმივად ბრაზობდა, რომ ფული უფრო მნიშვნელოვანი იყო მათთვის... ეს ხალხი მეორედ ხომ აღარ ჩამოვა აქო... აქ ის მცირე წერილებია უამრავიდან, რომელიც ამ ბოლო პერიოდში სტუმრებისგან მივიღე...

 

3-ჯერ თავდასხმის კადრებია ეს, მეოთხედ თავდასხმის კადრებს არ მაძლევენ ჯერ... განზრახ მკვლელობა რომ იყოს, პირველივე ცდაზე არ გაუჭირდებოდა მიზანში სროლა, იარაღი შენახვა-ტარების უფლებით ქონდა და როგორ ფიქრობთ, რომელი უწყება მისცემდა იარაღის ტარების უფლებას, ასე მარტივად რომ შეძლებოდა ადამიანების დახოცვა... კლავდნენ და თავი დაიცვა... ჯერ ფეხებში ესროლა და რომ წააქციეს, მერე მოხდა მუცელში სროლა.

 

 

იხილეთ ვიდეო:

 

იხილეთ ვიდეო:

 

იხილეთ ვიდეო:




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge