00:16 19.02.2020
"ქართული რაგბის კეთილისმყოფელი - მან დასვა შეკითხვა, რა არის საჭირო, რომ მსოფლიო ჩემპიონები გავხდეთ?" - წერს "მსოფლიო რაგბი" ივანიშვილზე

"მსოფლიო რაგბიმ" ქართული რაგბის შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაიღო, რომლის პირველი ნაწილის პრეზენტაცია დღეს შედგა. ფილმის ამ ნაწილში საუბარია ქართული რაგბის პირველ ნაბიჯებზე, თუ როგორ მოხდა ნულიდან მისი საოცარი აღმავლობა, რომელიც მეტეორული და მოულოდნელი გამოდგა.
რაგბის მმართველმა ორგანომ უყურადღებოდ არ დატოვა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ქართული რაგბის განვითარებაში სოლიდური თანხა აქვს დახარჯული და ამის შესახებ "მსოფლიო რაგბიმაც" კარგად იცის. "ქართული რაგბის კეთილისმყოფელი. მან დასვა შეკითხა, რა არის საჭირო, რომ მსოფლიო ჩემპიონები გავხდეთ?" - წერს "მსოფლიო რაგბი" ივანიშვილზე. 



შეგახსენებთ, რომ ფონდმა "ქართუმ" ქართული რაგბის დაფინანსება დაახლოებით ათი წლის წინ დაიწყო და ქართული რაგბის განვითარებისთვის დაახლოებით 200 მილიონი ლარი დახარჯა. წლების განმავლობაში აშენდა 15 სარაგბო ბაზა. თბილისში აშენდა: შევარდენი, ავჭალა, ლელო არენა, ლოკომოტივის დიღმის ბაზა, ნუცუბიძის კომპლექსი, არმაზის ვაზისუბნის ბაზა. გარდა ამისა, სარაგბო მოედნები მოეწყო: ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთში, გორში, მარტყოფში, თელავსა და ასპინძაში.

 

 

იხილეთ ვიდეო:

 


sportery.ge




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge