23:45 19.02.2020
„მე არ ვარ ერთადერთი, ვისაც ხელისუფლება დაუკავშირდა, იყვნენ სხვა ოპოზიციური ძალებიც და არ ვარ ერთადერთი, ვისაც არჩილ თალაკვაძე შეხვდა“

„გირჩის“ ერთ-ერთი წევრის იაგო ხვიჩიას განცხადებით, ის არ არის ერთადერთი გაერთიანებული ოპოზიციიდან, ვინც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს შეხვდა. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. იაგო ხვიჩია არ აკონკრეტებს, კონკრეტულად ვინ შეხვდა პარლამენტის თავმჯდომარეს და აღნიშნავს, რომ “ეს ადამიანები თუ მოისურვებენ, თავად იტყვიან ამის შესახებ”.

 

„ეს იყო შეხვედრა, სადაც ერთ ადამიანს მეორე ადამიანის მოსაზრება აინტერესებს იმასთან დაკავშირებით, რაც ქვეყანაში ხდება და რაც ორივეს ეხება. მე, როგორც გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი, არ შევხვედრივარ ბატონ არჩილ თალაკვაძეს. მას აინტერესებდა ჩემი მოსაზრება. მე რომ გამოვედი შეხვედრიდან, ყველას არა, მაგრამ ოპოზიციის ნაწილს ვუთხარი, რომ ასეთი შეხვედრა შედგა. გარდა ამისა, მე არ ვარ ერთადერთი, ვისაც ხელისუფლება დაუკავშირდა. იყვნენ სხვა ოპოზიციური ძალებიც. "გირჩიდან" მე ვიყავი მარტო. მე არ ვარ ერთადერთი ვისაც შეხვდა. თვითონ იტყვიან, თუ მოუნდებათ თქმა, მე რატომ უნდა ვთქვა ვინ იყვნენ? თუმცა ვადასტურებ, რომ მე არ ვყოფილვარ ერთადერთი შეხვედრის ნაწილში“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

 

შეგახსენებთ, რომ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი წევრი იაგო ხვიჩია 18 თებერვალს, პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს შეხვდა.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge