15:27 20.02.2020
"ქართული ოცნების" ყველაზე მთავარი დანაშაული სწორედ ისაა, რომ სააკაშვილები და მერაბიშვილები სათანადოდ არ დასაჯა"

საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ლიდერი, - ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

"ქართული ოცნების" ყველაზე მთავარი დანაშაული, რომელზეც მან პასუხი უნდა აგოს, სწორედ ისაა, რომ სააკაშვილები და მერაბიშვილები სათანადოდ არ დასაჯა.


ისევ ვამბობ: ახალგაზრდა თაობამ თვალნათლივ იხილა: კაცმა შეიძლება მილიარდები მოიპაროს, ასობით ათასი ადამიანი გაასამართლოს, ასობით ადამიანი აწამოს, უშულოდ მიუძღვოდეს წვლილი ადამიანთა მკვლელობაში და ამავდროულად, ან საერთოდ არ დაისაჯოს, როგორც ეს სააკაშვილის მაგალითზე ვიხილეთ, ან 7 წლის თავზე ციხე დატოვოს და ხელისუფლების დამხობით დაგვემუქროს.


აი, ეს მაგალითი მისცა ხელისუფლებამ ახალ თაობას.


ისე, ვიდრე ვინმე... და მათ შორის, მერაბიშვილი, დამხობაზე ლაპარაკს დაიწყებს, შევახსენებ, რომ ჩვენი მოკვლა ვერ მოასწრეს თავის დროზე. ჩვენც აქ ვართ, ამ ქვეყანაში. ეს ქვეყანა მარტო არაა, არც თქვენს მიერ ნაწამები ხალხია მარტო. საქართველოს ყველაფერი კარგად ახსოვს და ეს საქართველო გაგცემთ პასუხს,"-წერს ინაშვილი. 




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge