01:13 21.02.2020
„ეს ადამიანი შვიდი წელი იყო წამების პირობებში - სამარტოო საკანი არის წამება - ეს სპეციალურად გააკეთა ივანიშვილმა, რაც ნებისმიერს გადაიყვანდა ჭკუიდან, მაგრამ ის არ გატყდა, არ შეეგუა და ძალიან მტკიცედ გამოვიდა “

მიხეილ სააკაშვილი:

 

მეგობრებო, ეს ადამიანი შვიდი წელი იყო წამების პირობებში.. იმიტომ, რომ სამარტოო საკანი არის წამება ძალიან ბევრი საერთაშორისო ნორმით... ეს სპეციალურად გააკეთა ივანიშვილმა. ეს ნებისმიერს გადაიყვანდა ჭკუიდან, მაგრამ ის არ გატყდა, ის არ შეეგუა, ის ძალიან მტკიცედ გამოვიდა და ერთი გრამით არ მოიცვალა ფეხი თავისი პოზიციიდან. ის ნამდვილად იმსახურებს ძალიან დიდ დაფასებას და პატივისცემას და ჩემგან იმსახურებს ძალიან დიდ მადლიერებას, იმიტომ, რომ ვანო მერაბიშვილი გაიყვანეს საკნიდან და უთხრეს: გაძლევთ ბევრ ფულს, წადი უცხოეთში შენს შვილებთან ერთად, მაგრად იგრიალე და ერთადერთი, დაწერე რაა, რომ ჟვანია მოკლეს.. და რა თქმა უნდა სააკაშვილმა, ალბათ.. რომ სააკაშვილს აქვს ანგარიშები სხვადასხვა ქვეყნებში. მან დასცინა და პრაქტიკულად, სახეში შეაფურთხა ამათ, ყველაფერზე უთხრა უარი და კიდევ რამდენიმე წლით შეაბრუნეს საპატიმროში. ეს მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად უფრო ძლიერია ვანო, ვიდრე მთელი ეს ნაგვები, რომლებიც ამდენი ხანი მას ავიწროვებდნენ... ერთი რამ, რაც უნდა ითქვას: ახლა დრო არ არის ნიშნის მოგების და ანგარიშსწორების.. ახლა არის შერიგების დრო. ახლა არის თანხმობის დრო და ტყუილად ეკითხებიან - ამ პარტიაში წახვალ თუ იმ პარტიაში.. რა მნიშვნელობა აქვს?.. ახლა არის ყველას ერთიანობის დრო. პარტიებად დაყოფის დრო არ არის. სხვადასხვა ბანაკებად დაყოფის დრო არ არის და არც ვიღაცაზე შურისძიების დრო არ არის.. და არც არასდროს არ უნდა იყოს ეს საქართველოში, იმიტომ, რომ დავემსგავსებით ამ ქონდრისკაც ივანიშვილს. ჩვენ უნდა ორიენტირებული ვიყოთ მომავალზე. ჩვენ უნდა ორიენტირებული ვიყოთ იმაზე, რომ ახალგაზრდა თაობას გავუხსნათ გზა. ჩვენ უნდა ორიენტირებული ვიყოთ იმაზე, რომ საქართველო რაც შეიძლება სწრაფად ამოვიყვანოთ ამ ტალახიდან და ჭაობიდან. შეუძლებელია ერთ წრეზე ტრიალი. ჩვენ უნდა ვიყურებოდეთ მომავალში და დავანებოთ წარსულზე კამათს საერთოდ თავი. ყველაფერი კარგად იქნება! საქართველოს დამაქცევარი ივანიშვილი, ბოროტი წულუკიანი, პათოლოგიური მექრთამე კალაძე, ანაბრების ქურდი ჩხარტიშვილი და დანარჩენები, აორთქლდებიან, როგორც შარშანდელი თოვლი და საქართველოში ისევ გათენდება! საქართველო აუცილებლად წავა წინ! ესაა მთავარი!

 

იხილეთ ვიდეო:




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge