14:15 21.02.2020
"არნახული ''დემოკრატია'' და ''გამჭვირვალობა'' გუგუნებდა ქვეყანაში!.. ნაძირალები! მეზიზღებიან!"

"ჯორჯიან თაიმსის" მთავარი რედაქტორი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"იმ ფაშისტურ და მკვლელ ''შეკრებითობის კანონს'' რა დამავიწყებს, ''კევის'' ქურდობის, მეზობლის ძირგახვრეტილი ტაშტის ''მითვისების'', სანაგვეზე გადაგდებული გაცვეთილი ''პაკრიშკის'' შინ წაღებისა ან, დავუშვათ, ალიმენტის გადაუხდელობის გამო ერთიანად რომ შეკრებდნენ ''კანონის ფარგლებში'' მისასჯელ წლებს და დილეგებში ყრიდნენ ხალხს! მერე, თუ გაუმართლებდა ამ ''შეკრებილს'' და ერთი გზააბნეული ადამიანიდან ''ტრუპად'' ქცეულს არ გამოიტანდნენ ციხიდან, დიდი გამართლებად ჩაითვლებოდა!


არნახული ''დემოკრატია'' და ''გამჭვირვალობა'' გუგუნებდა ქვეყანაში! .... ნაძირალები! მეზიზღებიან!!!!"- წერს ნანა გაგუა.




ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge