16:55 24.02.2020
"დავუშვათ და დაჯდა ვანო მაგიდასთან? რას იზამენ? წამოხტებიან და წავლენ?"

ზაალ ანჯაფარიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"რაც მერაბიშვილი ციხიდან გამოვიდა და პოლიტიკაში ჩართვა დაანონსა, "შალიკოს ოფისში" მოკალათებული ოპოზიციური პარტიები, ბუნებრივია ნაცების და ევრონაცების გარდა, აქტიურად ემიჯნებიან მას და ამბობენ, რომ მერაბიშვილთან არაფერი გვესაქმება, არ ვითანამშრომლებთ. მოლაპარაკების მაგიდასთან სჯობს არ დაჯდესო და ა.შ.


კი მაგრამ, რით არიან ვანოზე უკეთესები მისი ის თანამებრძოლები, რომლებთანაც ეხლა ზიან გვერდიგვერდ მათი ყოფილი ოპონენტები და მეტიც, მათთან ერთად აქციებშიც მონაწილეობენ?!


დავუშვათ და დაჯდა ვანო მაგიდასთან? რას იზამენ? წამოხტებიან და წავლენ? არ წავლენ! და ისევე როგორც ეხლა "აპრავებენ" იქ ყოფნას, ისევე "გააპრავებენ" ვანოსთან ერთად ჯდომასაც. მერე დახედავენ თავიანთ რეიტინგებს და დაინახავენ დაახლოებით ასეთ სურათს".


 




ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge