12:24 25.02.2020
"ჩინელ ექიმებს მთელი ამ ხნის განმავლობაში უწევთ დაუღალავი შრომა და მოქალაქეთა უწყვეტი ნაკადების მომსახურება"

ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს:

 

"ზოგი რამ, ჩინეთში კორონა ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის, მოქალაქეების და ბიზნესის დამოკიდებულების შესახებ.


- ფოტოზე ნაჩვენებია ჩინელი ექიმები პირბადეების მრავალსაათიანი ტარების ნაკვალევით. ექიმებს მთელი ამ ხნის განმავლობაში უწევთ დაუღალავი შრომა, მოქალაქეთა უწყვეტი ნაკადების მომსახურება.


- მიუხედავად ეკონომიკური პრობლემებისა კარანტინის და გამკაცრებული ზომების გამო, ჩინეთში არ ყოფილა ფასების ზრდა ან აჟიოტაჟი.


- უნდა ნახოთ ერთ კვირაში ტექნოლიგიურად როგორ მაღალ დონეზე ააშენეს ჰოსპიტალი, რომელსაც გააჩნია სპეციალური ფანჯრები პროდუქტების და სხვა საჭირო ნივთების გადასაცემად, ულტრაიისფერი დეზინფექციით და ა.შ.


- გაუქმებულია 75 ათასზე მეტი ავიარეისი, დაბრუნდა 13 მლნ ავია ბილეთი.


- გასაოცარია მრავალმილიონიან ქალაქებში კარანტინის ორგანიზების მასშტაბები, როგორაა სექტორებად დაყოფილი ქალაქები, როგორაა ამ სექტორებში მოქალაქეთა გადაადგილება ორგანიზებული, როგორ დადიან სურსათისთვის, წამლებისთვის და ა.შ.


- სექტორების გასასვლელებში მიმდინარეობს შემოწმებები და პირბადის გარეშე არ ატარებენ. პირბადეებით, ფაქტობრივად, ყველა დადის.


- აფთიაქში ცხელების წამლების ყიდვის შემთხვევაში, მოქალაქე ვალდებულია აფთიაქს საკონტაქტო მონაცემები მიაწოდოს.


- ქუჩებში ძალიან ბევრი პლაკატია კონკრეტული ინსტრუქციებით.


- ამანათები ბინებში აღარ მიაქვთ. სახლებთან მოწყობილია სპეციალური ადგილები, სადაც ტოვებენ ამანათებს.


- სექტორის დატოვებისას, უნდა მიუთითოთ მიზეზი და მისამართი.


- ტაქსებში მძღოლსა და მგზავრს შორის დამცავი ბადეებია.


- ჩინეთის მთავრობამ პოტენციურად დაინფიცირებული 200 მლრდ იუანი გაანადგურა.


- ჰოსპიტალების მშენებლობაზე მოსახლეობა ნებაყოფლობით უანგაროდ მუშაობდა, ბევრი საკუთარი მძიმე თუ საშუალო ტექნიკით.


- დადგინდა, რომ ვირუსისგან განკურნებული ადამიანის პლაზმა ეფექტური ვირუსის განკურნისთვის. ჩინეთის საავადმყოფოებთან სისხლის ჩასაბარებლად უკვე განკურნებულ ადამიანთა რიგები იდგა. ისინი ამბობდნენ, მე გამკურნეს, ახლა მე უნდა დავეხმარო სხვას.


- ბიზნესს შეღავათებს აძლევენ გადასახადებთან დაკავშირებით.


- მობილური ოპერატორები აგზავნიან მესიჯებს: დარჩით სახლებში, ნუ გახვალთ ანგარიშის შესავსებად, თქვენი ანგარიში არ გაითიშება გაზაფხულამდე, გადაიხდით შემდეგ, როცა დავამარცხებთ ვირუსს.


ყველაფრის აღწერა შეუძლებელია. დადებითი გამოცდილება შესასწავლია,"- წერს ამირან სალუქვაძე და ფოტოებს აქვეყნებს.

 

 

 

 




ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge