17:30 02.03.2020
მიმოხილვა ყაზახეთში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

ყაზახეთში კორუფციასთან ბრძოლა მიჩნეულია მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებისკენ მიმართულ სახელმწიფო პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პრიორიტეტად.

 

მოხდა იმის გააზრებული აღქმა, რომ კორუფციის ქმედითი აღმოფხვრა შეუძლებელია მსოფლიო საზოგადოების, სახელმწიფო ორგანოების, ბიზნესის, არასამთავრობო სექტორისა და უბრალოდ, აქტიური მოქალაქეების  ძალისხმევის გაერთიანების გარეშე. ამ განზომილებაში ფორმირებული იქნა ჩვენი ქვეყნის ახალი ანტიკორუფციული სტრატეგია, რომელიც, შემუშავებულ იქნა ჩვენი პირველი პრეზიდენტის, - ნ. ნაზარბაევის ინიციატივით.  კორუფციის წინააღმდეგ ქმედებების ეროვნულ პრაქტიკაში საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო პრინციპებისა და სტანდარტების დანერგვა  წარმოადგენს გაეროს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) რეკომენდაციების შესრულების ერთ–ერთ საკვანძო პირობას.

 

ანალიზი გვიჩვენებს, რომ, თუ სიმძიმის ცენტრი იხრება ძალისმიერი მეთოდების გამოყენებისკენ, კორუფციის დონე დროებით, უმნიშვნელოდ კლებულობს. ხოლო, მისი ლატენტობისა და გაიძვერული მოქნილობის ხარისხი, პირიქით, - უფრო იმატაბს. ამ კონტექსტში საინტერესოა ჩინეთის მაგალითი, სადაც, კორუფციის გამო, სიკვდილით დასჯის სასჯელის მოქმედებისა და 10 ათასზე მეტი დახვრეტილი ჩინოვნიკის მიუხედავად, ვითარება არსებითად არ შეცვლილა. ამიტომ, ევროპისა და სამხრეთ–აღმოსავლეთ აზიის განვითარებული ქვეყნების წარმატებული სტრატეგიები დაფუძნებულია პრევენციაზე, განმანათლებლურ საქმიანობასა და სისხლის სამართლებრივ დევნაზე.

 

დღეს იცვლება მიდგომა ქმედებათა ჩვეული ალგორითმებისა და კორუფციის საწინააღმდეგოდ მიმართული საქმიანობის იდეოლოგიის სფეროსთან მიმართებაში. ჩვენი ყველა ინიციატივის რეალიზება ხდება იმ ფასეულობათა პრიზმის გავლით, რომლებიც, ჩვენთვის განვსაზღვრეთ. ესაა: სამართლიანობა, კეთილსინდისიერება, ნდობა.

 

სხვა ასპექტებს შორის ნდობა შეგვიძლია გამოვყოთ როგორც კორუფციასთან მოქალაქეების მიდგომის არსებითი (საკვანძო) ცვლილება. იმაზე, თუ როგორია საქმის ვითარება, შეიძლება ვიმსჯელოთ შემდეგი ფაქტების მიხედვით:

 

Transparency Kazakhstan Transparency Kazakhstan -ის მიერ გაეროს განვითარების პროგრამის ოფისის მხარდაჭერით, მიმდინარე წელს ჩატარებული „ყაზახეთში კორუფციის მდგომარეობის მონიტორინგის“ მონაცემების მიხედვით, რესპოდენტების ნახევარზე მეტმა, კერძოდ, 54,4 % -მა აღნიშნა ჩვენს ქვეყანაში კორუფციის დონის  შემცირება. გამოკითხული მეწარეების 76% თვლის, რომ ყაზახეთში სრულიად შესაძლებელია საკუთარი ბიზნესის განვითარება ქრთამის მიცემის გარეშე, მხოლოდ სამართლებრივ სივრცეში!

 

აღსანიშნავია ისიც, რომ მატულობს მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც, აცხადებენ თავიანთ მზადყოფნას, მონაწილეობა მიიღონ კორუფციის აღმოფხვრისკენ მიმართულ ღონისძიებებში - და არა მხოლოდ სიტყვიერად. ყოველ წელს იზრდება ანტიკორუფციულ სამსახურში კორუფციის ფაქტების შესახებ ზარების (შეტყობინების) რაოდენობა. მაგალითისთვის, გასული წლის განმავლობაში, სააგენტოს сall -ცენტრს  1424 ნომერზე ასეთ შემთხვევებთან დაკავშირებით მიმართა დაახლოებით 1000-მა  ადამიანმა, რაც 3-ჯერ აღემატება 2018 წლის მაჩვენებელს. მაშინ, როცა 2018 წელს, ასეთი შეტყობონებების საფუძველზე დაწყებული იყო  32 წინასწარი სასამართლო გამოძიება, მარტო 2019 წელს, სისხლის სამართლის საქმეების რიცხვი 66-მდე გაიზარდა. ეს კი, სახელმწიფოს ანტიკორუფციული პოლიტიკისადმი ნდობის  დონის ზრდის მნიშვნელოვანი ინდიკატორებია.

 

ევროპულ ქვეყნებს ასეულობით წელი დასჭირდათ იმისათვის, რომ კორუფციის გამოვლინებები მინიმუმამდე დაეყვანათ, მაგრამ, სრულად  რომ აღმოეფხვრათ იგი, აქამდე ჯერ ვერავინ შეძლო.  ბევრი ევროპელი ექსპერტი აღნიშნავს, რომ მიღებული ზომების მიუხედავად, ევროკავშირში  კორუფცია უფრო ფართოდ და ღრმადაა გავრცელებული, ვიდრე ეს წარმოდგენილია. ყოველწლიურად წარმოებს მოქრთამვის, სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისა და  გაფლანგვის შემთხვევების  გამოძიება. რეგულარულად ხდება საერთაშორისო ორგანიზაციების, გამოკვლევებისა და ანგარიშების გამოქვეყნება, რომლებიც, ადასტურებენ კორუფციის ფართოდ გავრცელებას საქმიანობის ყველანაირ სფეროში და არა მარტო განვითარებად ქვეყნებში.


რეგულარულად ქვეყნდება საერთაშორისო ორგანიზაციების, გამოკვლევების სპეციალური მოხსენებები და ანგარიშები, რომლებიც მოწმობენ კორუფციის ფართო გავრცელებაზე საქმიანობას სხვადასხვა სფეროებში, არა მარტო მარტო განვითარებად ქვეყნებში.

 

ჩვენ აღმოვარჩიეთ კორუფციასთან დაკავშირებელი პირების სამართალში მიცემის, საზოგადოებაში პრევენციისა და კთილსინდისიერების შემდგომი განვითარების სწორი სტრატეგია. შედეგები სახეზეა: მსოფლიო ბანკის ყოველწლიური გამოკვლევების თანახმად, „სახელმწიფო მმართველობის ინდიკატორები“ (The Worldwide Governance Indicators), „კორუფციის კონტროლი“ ინდიკატორის მიხედვით, ყაზახეთმა 2018 წელს, თითქმის ორჯერ გააუმჯობესა მაჩვენებლები წინა წლებთან  შედარებით. კონკურენტუნარიანობის მსოფლიო რეიტინგში IMD (IMD World Competitiveness Ranking) მექრთამეობასთან და კორეფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, ჩვენ საუკეთესო მჩვენებლები გვაქვს არა მარტო დსთ-ს სხვა ქვეყნების ფონზე, არამედ, ისეთ ქვეყნებთან შედარებითაც, როგორიცაა: სამხრეთ კორეა, ისრაელი, ესპანეთი და სხვ.

 

კორუფციის აღქმის ინდექსში ყაზახეთმა მიიღო 34 ქულა 100 შესაძლებელიდან და გავიდა 113-ე ადგილზე 180 ქვეყანას შორის, რითაც, გააუმჯობესა მაჩვენებლები წინა წელთან შედარებით 3 ქულითა და 11 პოზიცით.

 

როგორც ვიცით, ყველა ქვეყანას  საკუთარი თავისებურება და განსხვავებულობა გააჩნია. იმ მისწრაფებაში, - რომ ის მოხვდეს ყველაზე დაბალი დონის კორუფციის მქონე ქვეყნებში, ყაზახეთმა აქტიურად დაიწყო ისეთი მიდგომებისა და პრინციპების გამოყენება, რომლებმაც, უკვე გაამართლეს და ასევე, იმ მექანიზმებისა და ინსტრუმენტების გამოყენებაც, რომლებიც აღნიშნული მიზნის მიღწევისთვის უნივერსალური  გახდა.

 

მორიგი ნაბიჯი ამ მიმართულების იყო ГРЕКО -ს (Группа государств по борьбу с коррупцией)შემადგენლობაში შესვლა. ეს კი, შესაძლებლობას იძლევა მოვიზიდოთ ევროპის საბჭოს საექსპერტო პოტენციალი კირუფციასთან ბრძოლის ეროვნული სისტემის შემდგომი დახვეწისთვის.

 

მთლიანობაში არც თუ ცოტაა გაკეთებული. მასშტაბურმა ავტომატიზაციამ  საშუალება მოგვცა სამ მეოთხედზე მეტით შეგვემცირებინა კორუფციის დონე სახელმწიფო მომსახურების სფეროში. მნიშვნელოვნად გაფართოვდა მოქალაქეების წვდომა სამართალწარმოებასთან. გატარდა საფუძვლიანი სახელმწიფო აპარატის წმენდა კორუმპირებული ჩინოვნიკებისაგან, რის შედეგადაც, შეგვიძლია აღვნიშნოთ კორეფციული კანონდარღვევების სტაბილური შემცირება ბოლო წლებში.

 

გასული წლის ნოემბერში, პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც, ითვალიწინებს სახელმწიფო ორგანოების ხელმძღვანელების გადადგომასა და პერსონალურ დისციპლინარულ პასუხისმგებლობას მათზე დაქვემდებარებული პირების მიერ კორუფციული სამართალდარღვევების შემთხვევაში.

 

კერძოდ, თუ სახელმწიფო ორგანოს თანამდებობრივი პირი პასუხისგებაშია მიცემული კორუფციის ფაქტზე, პერსონალური პასუხისმგებლობა ეკისრება მის უშუალო ხელმძღვანელს. თუ ეს პოლიტიკური სახელმწიფო მოხელეები არიან: მინისტრები, ვიცე-მინისტრები და მათი მოადგილეები, – საქმე ეხება გადადგომას და შემდეგი სიტყვა უკვე პრეზიდენტზე გადადის. თუ ამ როლში აღმოჩნდება ხელმძღვანელი-ადმინისტრაციული სახელმწიფო მოხელეების რიცხვიდან, მასზე ვრცელდება პასუხისმგებლობა, - თანამდებობიდან გათავისუფლების ჩათვლით. ამასთან ერთად, მოქმედებაში შედის სახელწიფო ორგანოების ხელმძღვანელების მოვალეობა, წინასწარ აღკვეთოს კორუფციული სამართალდარღვევები მათზე დაქვემდებარებული პირების მხრიდან. ასეთი ზომების მიუღებლობის შემთხვევაში კი უკვე დგება დისციპლინარული პასუხისმგებლობის საკითხი.

 

ამავე კანონით, აღდგენილი იქნება ანტიკორუფციული ნორმატიული სამართლებრივი აქტების ქსპერტიზა  როგორც რესპუბლიკური თვალსაზრისით, ასევე, ადგილობრივი საზოგადოების ჩართულობის დონეზე. კორუფციასთან ბრძოლაში ადამიანების მოზიდვის ამაღლების ესა თუ ის ფორმა, ფაქტების შესახებ შეტყობინებაზე წამახალისებელი გახდება. თუკი ამჟამად ასეთ შემთხვევაში მაქსიმალური წახალისება 250 ათასი ტენგეა, მალე, აღნიშნული თანხა  რამდენიმე მილიონამდე გაიზრდება. არ შეიძლება არ აღვნიშნოთ, რომ სააგენტოს ინიციატივით, მალე, სახელმწიფო მოსამსახურეები სმარტფონებით სარგებლობას სამუშაო ადგილებზე ისევ შეძლებენ, რაც, ჩვენი აზრით, მნიშვნელოვნად გაზრდის მუშაობის ოპერატიულობას, მათ შორის მოქალაქეებთან ურთიერთქმედების საკითხებში.

 

ასევე გაგრძელდება მუშაობა კორუფციის ფუნდამენტური მიზეზების აღმოფხვრის კუთხით, მათ შორის: ეკონომიკაში, ნაღდი ფულის მიმოქცევის შემცირებაში, სახელმწიფო ორგანოებისა და მათი საუწყებო ორგანიზაციების ოპტიმიზაციაშიქვეყნის მონაწილეობის კუთხით, სახელმწიფო მოხელეთა სამუშაოს ანაზღაუერების საგრძნობი გაზრდის მიზნით, ასევე საკონტროლო-ზედამხედველობითი ფუნქციების შემცირების მიზნით.

 

ასევე, ინიცირებულია სხვა საკანინმდებლო ზომები, რომელთა კომპლექსური რეალიზაცია საშუალებას მოგვცემს კარდინალურად დავწიოთ კორუფციის დონე. მათგან საკვანძოა უკანონო გამდიდრებაზე პასუხისმგებლობა. გამონაკლისის გარეშე ყველა სახელმწიფო მოხელის ვალდებულებაა გამოაქვეყნოს დეკლარაცია ხარჯებისა და შემოსავლების შესახებ, ასევე,  Integrity Testing-ის შემოღება იქნება შემოწმებები პროფესიონალურ მოუსყიდველობაზე.

 

კანონის შესრულების საფუძველში დევს მისი სულის გააზრება და გაგება. სწორედ ამ თვისებით განსხვავდება ადამიანი - მანქანისაგან, რომელიც,მხოლოდ და მხოლოდ მოცემული ალგორითმის ფარგლებში მუშაობს. სწორედ რომ კანონის აზრი განსაზღვრავს ამა თუ იმ ქმედების მიზანშეწონილობას. ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ კანონის პატივისცემა წარმოუდგენელია ისეთი ფუნდამენტალური ზნეობრივი ფასეულობის გარეშე, როგორიცაა კეთილსინდისიერება.

 

კეთილსინდისიერება მთელი დღევანდელი თანამედროვე სახელმწიფო მმართველობის სისტემის ქვაკუთხედს წარმოადგენს, რომელიც, ორიენტირებულია საზოგადოებრივი ინტერესების პრიორიტეტზე. საქმე ეხება მოქალაქეთა მომწიფებულ ანტიკორეფციულ კულტურასა და შესატყვისი კანონის გამოყენების პრაქტიკას. ეს ისაა, რაზედაც არის აგებული ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (ОЭСР-Организа́ция экономи́ческого сотру́дничества и разви́тия , OECD).


ყველა ზემოთ აღნიშნულის გარეშე, მასშტაბური სოციალური ცვლილებები ვერ შედგება. კეთილსინდისიერება ითვალისწინებს მკაცრი უარის თქმას ყველაფერ იმაზე, რაც ხელს უშლის ჩვენს მოძრაობას ღია და სამართლიანი საზოგადოებისკენ.

 

პირველი ნაბიჯით,  ჩვენ განვიხილავთ სახელმწიფო ორგანოების  საზოგადოებრივი კეთილსინდისიერების რეიტინგის  განსაზღვრის მეთოდიკის შემუშავებას, რომელმაც უნდა ასახოს სახელმწიფო ორგანოების ღიაობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების დონე. ანგარიშვალდებულება უნდა გახდეს საკვანძო ფასეულობა სახელმწიფო მოსამსახურეებისთვის და არა მარტო მათთვის. მაგალითისთვის, ცალკეულ ეროვნულ კომპანიებში უკვე დაიწყეს მუშაობა დამოუკიდებელმა комплаенс-სამსახურებმა, რომელთა მიზანია გახდნენ კეთილსინდისიერების უზრუნველყოფის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური იარაღი კვაზიგოსექტორში.

 

ყაზახეთის საელჩო საქართველოში

 




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge