14:17 28.02.2020
"ნაცების, ნაცუნებისა და შმაცუნების" აქცია აპრილში მიზნად ისახავს 9 აპრილის ერთგვარ რეინკარნაციას"

დავით ზარდიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

"ე.წ. ოპოზიციის, სინამდვილეში - "ნაცების, ნაცუნებისა და შმაცუნების" აქცია აპრილში მიზნად ისახავს 9 აპრილის ერთგვარ რეინკარნაციას, ოღონდ ნაცურად, ქაჯურად, ე.ი. უკუღმართულად: 9 აპრილი უკვე მოხდა და იგი დიდი ილიას უკვდავი ეროვნული იდეის, ანუ - "ქვათა ღაღადის" გამოძახილი იყო. საქართველოს მარადიულ ეროვნულ იდეაზე, ყველანი რომც დავედუმებინეთ იმპერიას, ქვები იღაღადებდნენ. სწორედ ამის დემონსტრაცია მოხდა 9 აპრილს და შედეგი -სახელმწიფოებრიობის აღდგენაა.


ამათი ნაცურ-შმაცური "რეინკარნაცია" 9 აპრილისა, ახლა იმის მცდელობაა, რომ "ქვათა ღაღადი" დაადუმოს "ქაჯთა ყაყანმა".


ქვეყანა ნაცურ-ქაჯური ყაყა-ნისგან უნდა გაიწმინდოს და ვითარება დაიწმინდოს..თორემ თუ ამ ყაყანმა წაგვლეკა, ქვებიც დადუმდებიან!"- წერს დავით ზარდიაშვილი.




ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge