20:12 28.02.2020
გერმანიის ელჩის რეზიდენციაში მმართველი გუნდის, ოპოზიციისა და დიპლომატების არაფორმალური შეხვედრა მიმდინარეობს

საქართველოში გერმანიის ელჩის რეზიდენციაში მმართველი გუნდის, ოპოზიციისა და დიპლომატების არაფორმალური შეხვედრა მიმდინარეობს. როგორც შეხვედრის დაწყებამდე მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ეს არ არის ოფიციალური შეხვედრა და მასზე რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება არ იგეგმება. რაც შეეხება წინადადებას, რომ 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პარტიამ მთავრობის დაკომპლექტება ვერ შეძლოს, კობახიძის განცხადებით, ამას მმართველი გუნდიც იზიარებს და შესაძლოა, ამ საკითხზე დღეს საინტერესო დისკუსია გაიმართოს.

 

ოპოზიციის ლიდერები, კერძოდ, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ სანამ პოლიტიკური ლიდერები ციხეში არიან, არანაირ მოლაპარაკებებს არ აპირებენ. მისი თქმით, დღეს არაფორმალური შეხვედრაა და რაიმე კონკრეტულზე შეთანხმება არ იგეგმება. ელჩის რეზიდენციაში შეხვედრას მთავრობის, ოპოზიციის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებიან.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge