20:26 28.02.2020
ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის შემთხვევები კიდევ რამდენიმე ქვეყანაში გავრცელდა

კორონავირუსის მთელს მსოფლიოში გავრცელების რისკი ძალიან მაღალია,- ამის შესახებ განცხადებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები ავრცელებენ. მათ ვირუსის გავრცელების საშიშროების საფრთხე „მაღლიდან“ „ძალიან მაღალზე“ მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის შემთხვევები კიდევ რამდენიმე ქვეყანაში გავრცელდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებს უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალურად დაცვისაკენ მოუწოდებს. ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, ვირუსს მსოფლიოს 49 ქვეყანაში 67 ადამიანი ემსხვერპლა. მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები 83 045-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელებული პაციენტების რიცხვი კი 36 574-ს აღწევს.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge