21:07 29.02.2020
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-სა და „თალიბანს“ შორის გაფორმებულ სამშვიდობო ხელშეკრულებას მიესალმება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-სა და „თალიბანს“ შორის გაფორმებულ სამშვიდობო ხელშეკრულებას მიესალმება. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა. „მივესალმები ავღანეთში სამშვიდობო შეთანხმებაზე ხელმოწერას. საქართველო, როგორც ავღანეთში მისიის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და დიდი კონტრიბუტორი, მიესალმება განგრძობითი მშვიდობისკენ გადადგმულ ნაბიჯებს“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.

 

შეგახსენებთ, დღეს, 18-ზე მეტ წლიანი კონფლიქტი შემდეგ, აშშ-მა და „თალიბანმა“ სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, რომელის მიხედვითაც მოკავშირეთა ჯარები ქვეყანას 14 თვის მანძილზე დატოვებს.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge