18:53 01.03.2020
„სამი თვეა ვმუშაობთ, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შეთანხმება მოხდეს - ჩვენ საკმაოდ ახლოს ვართ შეთანხმებასთან, ერთი პატარა ნაწილი აკლია“

საქართველოში გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის განცხადებით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევას მცირე ნაწილი აკლია. ელჩმა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შექმნილი ვითარება მთაზე ასვლას შეადარა და იმედი გამოთქვა, რომ შედეგი რამდენიმე დღეში მიღწეული იქნება.„უკვე სამი თვეა ვმუშაობთ, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შეთანხმება მოხდეს. ჩვენ საკმაოდ ახლოს ვართ შეთანხმებასთან, ერთი პატარა ნაწილი აკლია ამ შეთანხმების მიღწევას. დაახლოებით ისეთი სიტუაციაა, როდესაც მაღალ მთაზე ადის ჯგუფი და სამწუხარო იქნება, რომ როცა რამდენიმე მეტრია დარჩენილი, ჯგუფმა მთაზე ასვლა ვეღარ მოახერხოს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ამ რამდენიმე დღეში შედეგს მივაღწევთ და ყველა მონაწილე მხარე გავიხარებთ, როგორც დღევანდელი ოლიმპიადის გამარჯვებულები“,- განაცხადა ელჩმა.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge