დღე: 30

ღამე: 20

USD 2.7181

EUR 3.1875

"კორონავირუსის გამო, მსოფლიოს მასშტაბით, 290 მილიონზე მეტი მოსწავლე სასწავლო დაწესებულებებში არ დადის"- UNESCO 05.03.2020 16:53

მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსის გამო სკოლების დახურვის შედეგად, 290 მილიონზე მეტი ბავშვი სასწავლო დაწესებულებებში არ დადის. ამის შესახებ UNESCO-ში განაცხადეს.

 

„ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სკოლებისა და სასწავლო დაწესებულებების დროებით დახურვა, რამაც გლობალური მასშტაბი მიიღო, უპრეცედენტოა და თუ გაგრძელდა, ამან შესაძლოა, განათლების უფლება საფრთხის ქვეშ დააყენოს“, - აცხადებს გაერო-ს განათლების, მეცნიერების და კულტურის ორგანიზაცის ხელმძღვანელი ოდრი აზულეი.

 

ცნობისთვის, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში 13-მა სახელმწიფომ სასწავლო დაწესებულებების მუშაობა დროებით სრულად შეაჩერა, ხოლო ზოგიერთ ქვეყნებში სწავლა ნაწილობრივ შეწყდა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ