00:30 09.03.2020
აშშ-ის რვა შტატში კორონავირუსის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

აშშ-ის რვა შტატში ახალი კორონავირუსის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მათ შორის აშშ-ის დასავლეთ სანაპიროს სამივე შტატში. ამის შესახებ სიენენი წერს. საგანგებო რეჟიმის ამოქმედების შესახებ დღეს, ორეგონის შტატის გუბერნატორმა, ქეით ბრაუნმაც განაცხადა. რეჟიმი 60 დღის განმავლობაში იქნება ძალაში. ორეგონის შტატში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 14 შემთხვევაა დადასტურებული. ორეგონამდე მსგავსი ზომები ვაშინგტონის, კალიფორნიის, კენტუკის, ნიუ იორკისმერილენდისა და იუთას შტატებმაც მიიღეს. ვაშინგტონში კორონავირუსით სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. გარდაცვლილთა რიცხვი 18-ს შეადგენს. ორი ადამიანი ფლორიდაში, ერთი კი – კალიფორნიაში გარდაიცვალა. სულ ქვეყნის მასშტაბით ინფიცირების 500-მდე შემთხვევაა აღრიცხული.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge