13:52 10.03.2020
როგორ შეცვალა კორონავირუსმა საქართველოში საზოგადოების ცხოვრება - ქუჩის გამოკითხვა

“საქართველოში ამ დროისთვის COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა,არის თუ არა ხალხში პანიკა დაინფიცირებულთა მატების გამო და ზოგადად როგორ შეცვალა მათი ცხოვრების წესი ვირუსმა - ამის შესახებ საზოგადოების აზრი "რეზონანსმა" ქუჩის გამოკითხვის შედეგად გაიგო. გამოკითხვაში მონაწილეობა 15-მა ადამიანმა მიიღო, თუმცა, ამათგან ნახევარმა კონფიდენციალური საუბარი ამჯობინა - ისინი პირად საუბრებში ყვებიან, რომ კორონავირუსის გამო პანიკაში არ არიან და არც ცხოვრების წესი არ შეუცვლიათ,უბრალოდ ახლა ჰიგიენას უფრო მეტ ყურადრებას უთმობენ, ვიდრე აქამდე უთმობდნენ და თავშეყრის ადილებს მეტ-ნაკლებად ერიდებიან”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, როგორ შეცვალა კორონავირუსმა საქართველოში საზოგადოების ცხოვრება - ქუჩის გამოკითხვა/ „კორონავირუსის საფრთხის გამო, იძულებული ხარ რაღაც-რაღაცეებს მოერიდო, მაგალითად, ხალხის თავშეყრის ადგილებს, მოგზაურობას”


"21 წლის, პროფესიით გაყიდვების მენეჯერი ნოდარ თოდაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით ოჯახში პანიკას ადგილი არ ჰქონია, თუმცა, მისი თქმით, ოჯახის წევრები უფრო მეტად ფრთხილები გახდნენ, ვიდრე აქამდე იყვნენ. "კორონავირუსმა ჩემი ცხოვრება შეცვალა იმ მხრივ, რომ, ალბათ, უფრო ფრთხილი გავხდი, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ვისრუსის სიმპტომიან ადამიანებს მეტ-ნაკლებად ვერიდები, ჩვენს ოჯახში კორონავირუსთან დაკავშირებით პანიკას არ ჰქონია ადგილი, მაგრამ, ისინიც უფრო ფრთხილები გახდნენ" - განაცხადა თოდაძემ. 77 წლის ინჟინერი ნუგზარ მაისურაძე ინფექციისგან თავს საზოგადოების თავშეყრის ადგილების თავის არიდებით და ჰიგიენით იცავს. „კორონავირუსის საფრთხის გამო, იძულებული ხარ რაღაც-რაღაცეებს მოერიდო, მაგალითად, ხალხის თავშეყრის ადგილებს, მოგზაურობას. „ოჯახში ღმერთის წყალობით ჯერჯერობით ყველაფერი კარგად გვაქვს - შვილები სამსახურებში ჩვეულებრივ დადიან, ცდილობენ მოერიდონ ვისუსის გავრცელების წყაროებს, თუმცა, მაინც დადიან. რომ არ იმუშავო, არც ეს არაა გამოსავალი, ჩვენს ოჯახში პანიკა არაა, პანიკა ამ საქმეს არ შველის, ჯობია მოერიდო და ჰიგიენა დაიცვა. „საქართველოს ღმერთმა გაძლება მისცეს, ჩვენი ხალხი საზღვარგარეთ იმდენია წასული, რომ დაბრუნდნენ, მათ ოჯახებს ძალიან გაუჭირდებათ, ასევე, თვითონ ქვეყანას უჭირს, ღმერთმა საქართველოს ყველა მოქალაქეს გაძლება მისცეს."-განაცხადა მაისურაძემ”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

"46 წლის გოჩა გიორგაძეს, რომელიც წიგნებს ყიდის, ყოველდღე უამრავ ადამიანთან უწევს ურთიერთობა, თუმცა, ამის მიუხედავად ვირუსის გადადების არ ეშინია და ამბობს, რომ იგი ცხოვრებას ჩვეული რიტმით აგრძელებს. „ჩემი ცხოვრება კორონავირუსს არ შეუცვლია, ღმერთმა ნუ შეაცვლევინოს,ოჯახში თავისთავად შედარებით უფრო ფრთხილები გავხდით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ადამიანებს არ ვერიდები. "რასაც ტელევიზორში ვუყურებ, მგონია, რომ სახელმწიფო კორონავირუსთან დაკავშირებით მაქსიმუმს აკეთებს, აქტიურობენ - ჩემი ოჯახი კი ცხოვრების ჩვეულებრივ რეჟიმს აგრძელებს, ჩვეულებრივად ვმუშაობთ, დავდივართ" - განაცხადა გიორგაძემ. 19 წლის სტუდენტი ედიკა დახუნდარიძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ მისი ყოველდღიური რეჟიმი კორონავირუსს არ შეუცვლია. "ჩემი ცხოვრება კორონავირუსმა არანაირად არ შეცვალა, ზოგადად, ამის გამო არავის არ ვერიდები. საზოგადობრივ ტრანსპორტში კი მეტ-ნაკლებად შეიძლება ითქვას, ვერიდები, ოჯახში ძალიან ჩვეულებრივად ვართ, არანაირი პანიკა არაა, ცოტა უფრო მეტად უფრთხილდებიან თავს, მაგრამ პანიკით არა. „ცოტა შემთხვევაა დაფიქსირებული, სახელმწიფოც ებრძვის, მაგრამ, უკეთესადაც შეგვიძლია, მაგრამ მგონია, რომ უფრო ხალხი იმალება" - განაცხადა ტუდენტმა”, - განაგრძობს გამოცემა.

"კორონავირუსს 27 წლის პედაგოგის ნია ჩოხელის ცხოვრების სტილიც დიდად არ შეუცვლია, იგი „რეზონანსს" უყვება, რომ გაღიზიანებას მხოლოდ საზოგადოებრვ ტრანსპორტში მჯდომი მგზავრის დაცემინება იწვევს, რომელიც ხელს არ იფარებს და დანარჩენ პირებს საფრთხეს უქმნის. კორონავირუსს ჩემი ცხოვრების სტილი დიდად არ შეუცვლია, ერთადერთი, ის შეცვალა, რომ ხელებს ახლა უფრო ხშირად ვიბან, ვიდრე აქამდე, მაღიზიანებს მხოლოდ ის, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში გვერდით მჯდომი მგზავრი დაცემინებისას ხელს არ იფარებს, ეს ისედაც ზოგადად გამაღიზიანებელია, მაგრამ ახლა უფრო მეტად იწვევს შიშს. ჩემს ოჯახში ვირუსის გავრცელებიდან პირველი ორი დღე საკმაოდ სტრესული იყო, თუმცა, შემდეგ გადაიარა, ახლა ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს მივყვებით."-განაცხადა პედაგოგმა. ტაქსის მძღოლებს დღეში რამდენიმე ათეულ ადამიანთან აქვთ ურთიერთობა და უფრო მეტად იციან, თუ რა განწყობაა საზოგადოებაში, ერთ-ერთი ტაქსის მძღოლი, 35 წლის გელა მურჯიკნელი „რეზონანსთან" ამბობს, რომ ცხოვრების სტილი არ შეუცვლია და ისევ ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს. „კორონავირუსმა ჩემი ცხოვრების სტილი დიდად არ შეცვალა, უბრალოდ უფრო მეტად ვუფრთხილდებით, ჰიგიენას ვიცავ, როგორც ასეთი, რომ ცხოვრების სტილი დიდად შეიცვალა ისე, რომ ოჯახის გეგმები შეგვეცვალა, ასე არაფერი არ შეგვიცვლია. „ჩვეულებრივად ვმუშაობ, დავდივარ, უბრალოდ სიფრთხილეა საჭირო, არ იცი ვინ გამოგიძახებს, სად გამოგიძახებს, აი ამის გამო ცოტა სიფრთხილეს ვიჩენ. „ოჯახში არ ვპანიკობთ, მიუხედავად იმისა, რომ პატარა გვყავს და თან დღეში დაახლოებით 40-მდე ადამიანს ვხვდები. ასე ვერ დაიცავ თავს, სჯობია, რომ პანიკის გარეშე იყოს ყველა, იმიტომ, რომ ვფიქრობ, რომ ჯერჯერობით პანიკის საფუძველი არაა. „ადამიანების ყველა კატეგორიას ვხვდები და ვხვდები, რომ ხალხშიც ისეთი პანიკა არაა, ოჯახში სამი წევრი ვმუშაობთ, სამივე ჩვეულებრივად განვაგრძობთ სამსახურებში სიარულს, უბრალოდ ერთი ისაა, რომ საღამოს როდესაც სახლში ვბრუნდებით, ჰიგიენას მაქსიმალურად ვიცავთ. „ვფიქრობ,რომ სახელმწიფო კორონავირუსს ძალიან კარგად უმკლავდება, ტელევიზიებით თუ სხვა მედიასაშუალებებით რომ ვაკვირდები, ვფიქრობ, რომ სახელმწიფო ხალხთან კომუნიკაციაშია, ყოველ სემთხვევაში ამ ყველაფერთან მათი მიდგომა მე ძალიან მომწონს" - განაცხადა მძღოლმა”, - დასძენს გამოცემა.

 

"კორონავირუსმა 22 წლის ჟურნალისტის ქეთი ფანოზიშვილის ცხოვრება რესპოდენტების უმრავლესობისგან განსხვავებით სრულიად შეცვალა, იგი ამბობს, რომ ოჯახში ამის გამო პანიკა აქვთ. ჩემი ცხოვრება კორონავირუსმა სრულიად შეცვალა, იმიტომ რომ ახლა უფრო მეტად ფრთხლი გავხდი, უფრო მეტად ვიცავ ჰიგიენას, ვიდრე აქამდე ვიცავდი. ვცდილობ რომ საზოგადოების თავშეყრის ადგილებს შეძლბისდაგვარად მოვერიდო, ისიც მაშინებს, რომ უმეტესობა, ვისაც გაციების ნიშნები აქვს, პირბადით არ დადის. ოჯახში პანიკაა, განსაკუთრებით ოჯახის უფროსი წევრებში, სულ მაფრთხილებენ, რომ პირბადით და ერთჯერადი ხელთათმანებით ვიარო და ფეხით უფრო მეტად ვიარო, ვიდრე საზოგადოებრივ ტრანსპორტით" - განაცხადა ფანოზიშვილმა”, - წერს სტატიის ავტორი.




ავტორ(ებ)ი : რეზონანსი