01:19 13.03.2020
რომში მცხოვრები მღვდელი იტალიაში მყოფ ქართველ ემიგრანტებს საკუთარი მანქანით მომსახურებას სთავაზობს

რომში მცხოვრები მღვდელი იტალიაში მყოფ ქართველ ემიგრანტებს კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების პარალელურად საკუთარი მანქანით მომსახურებას სთავაზობს.

 

როგორც არქიმანდრიტი იოანე (ხელაია) ფეისბუკზე გავრცელებულ ვიდეოში ამბობს, ყოველი მგზავრობისთვის საჭიროა დამდასტურებელი საბუთის მიღება, რომ მისი მოძრაობა მიზანშეწონილია. არქიმანდრიტი ემიგრანტებს მოუწოდებს სახლში დარჩნენ, თვითონ კი საჭიროების შემთხვევაში წამლებსა და სურსათს მიუტანს. “ვითარება დაძაბულია, გთხოვთ ყველანი დარჩით სახლში, ნურავინ გამოხვალთ, თუ რამე დაგჭირდათ, მზად ვარ მოგიტანოთ წამლები, საკვები. თქვენს სამსახურში ვარ. ძალიან გთხოვთ მიხედოთ თქვენს თავს, პირველ რიგში ჯანმრთელობას. ღმერთმა დალოცოს ჩვენი სამშობლო საქართველო, ღმერთმა დალოცოს იტალია და მთელი სამყარო’, – აცხადებს მღვდელი ვიდეო-მიმართვაში.

 

 


იხილეთ ვიდეო: 

 

 

ნეტგაზეთი




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge