12:52 13.03.2020
"რა მოხდება თუ მე აშშ-ში, ჩემს სახლში დაბრუნებას დავაპირებ მომავალ კვირაში?“ - Financial Times

ბრიტანული გაზეთის „ფაინენშელ თაიმსის“ («Financial Times») დღევანდელ, 13 მარტის ნომერში გამოქვყნებულია ერთ-ერთი ამერიკელი მოქალაქის, დოქტორ სიუზან ალენის წერილი სათაურით „რა მოხდება თუ მე აშშ-ში, ჩემს სახლში დაბრუნებას დავაპირებ მომავალ კვირაში?“. იგი ამჟამად საქართველოში, თბილისში, ფულბრაიტის სტიპენდიანტის სტატუსით იმყოფება. სიუზან ალენი გარკვეულწილად უკმაყოფილოა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, რომელიც მან 12 მარტს კორონავირუსთან ბრძოლასთან დაკავშირებით მიიღო - შეზღუდა აშშ-ის კონტაქტები ევროპასთან, რითაც ასევე შეიზღუდა აშშ-ის მოქალაქეების დაბრუნება სამშობლოში (იმ შემთხვევევაში, თუ მათ შემოწმება არ გაუვლიათ). 

 

როგორც წერილშია აღნიშნული, სიუზან ალენს კითხვა გაუჩნდა - შეუძლია თუ არა მას სამშობლოში დაუბრკოლებლად დაბრუნება იმ ვადებში, როგორიც მას დაგეგმილი ჰქონდა? მოასწრებს თუ არა შემოწმების გავლას (ტესტის ჩატარებას)? 

 

ავტორი ერთმანეთს ადარებს საქართველოში და აშშ-ში მიღებულ ზომებს კორონავირუსთან ბრძოლის საკითხში და აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა უფრო ოპერატიულად მოქმედებს ტესტების ჩატარების მხრივ, ვიდრე აშშ-ის ხელისუფლება. სიუზან ალენი ასევე წერს, რომ საქართველოში უმაღლესი სასწავლებელები და სკოლები, „კოვიდ-19“-თან ბრძოლის ჩარჩოებში უკვე დიდი ხანია დახურულია, სწავლება ონლაინ-რეჟიმში მიმდინარეობს, ამერიკაში კი მხოლოდ ახლა დაიწყეს მიბაძვა. წერილის დასასრულს გამოხატულია იმედი, რომ ამერიკელებმა ერთად უნდა იბრძოლონ ვირუსის წინააღმდეგ - ვინც ქვეყნის ტერიტორიაზე არიან და ვინ საზღვარგარეთ იმყოფებიან.

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: «Financial Times» (დიდი ბრიტანეთი)

https://www.ft.com/content/42ab2b0e-63ca-11ea-b3f3-fe4680ea68b5




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge