12:21 18.03.2020
"გასასვლელი პუნქტები თურქეთ-საქართველოს საზღვარზე დაიხურა"

როგორც თურქული საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუ“ («Anadolu») იტყობინება სტატიაში სათაურით „დაიხურა გასასვლელი პუნქტები თურქეთ-საქართველოს საზღვარზე“, თურქეთმა, საქართველოსთან შეთანხმებით, მგზავრთა გადაადგილებისათვის 18 მარტიდან დახურა თურქღოზუს (ვალეს) და აქტაშის (ჩილდირის) სასაზღვრო საკონტროლო-გამსვლელი პუნქტები. უფრო ადრე კი სარფის პუნქტი დაიხურა. რაც შეეხება ტვირთების მოძრაობას, სატვირთო ტრანსპორტის მოძრაობა საზღვარზე ჩვეულებრივად გრძელდება. ინფორმაციაში ციტირებულია არტაანის გუბერნატორის მუსტაფა მასათლის განცხადება.


წყარო: «Anadolu» (თურქეთი)

https://www.aa.com.tr/tr/koronavirus/cildir-aktas-ve-turkgozu-sinir-kapilari-gecici-olarak-yolcu-trafigine-kapatilacak/1769169

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

 




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge