17:16 18.03.2020
„უმაღლესი გააფხაზება: კავკასიურ რესპუბლიკაში ისევ პრეზიდენტს ირჩევენ"

რუსულ გაზეთ „იზვესტია“-ში («Известия») გამოქვეყნებულია ვრცელი სტატია სატაურით „უმაღლესი გააფხაზება: კავკასიურ რესპუბლიკაში ისევ პრეზიდენტს ირჩევენ // ახალი ლიდერი შეიძლება წლეულსვე დაამხონ“ (ავტორი - იგორ კარმაზინი).

 

პუბლიკაციაში მიმოხილულია აფხაზეთში მიმდინარე საარცევნო პროცესი. როგორც ცნობილია, საქართველოს ამ სეპარატისტულ (და რუსეთის მიერ ოკუპირებულ) რეგიონში „პრეზიდენტის“ არჩევნები 22 მარტს უნდა ჩატარდეს. ავტორი წერს, რომ ამჟამად პრეზიდენტის სავარძლის დაკავება 9 კანდიდატს სურს, მაგრამ მათ შორის ასლან ბჟანია ფავორიტობს, იგი ნომერ პირველ კანდიდატად ითვლება.

 

„ასლან ბჟანიას რამდენიმე უპირატესობა აქვს: ჯერ ერთი, რომ მას შეუძლია კლანების ინტერესების დაბალანსება. სწორედ მისმა ძალისხმევამ ააცილა აფხაზეთს სისხლისღვრა: ასლან ბჟანია პირადად ესაუბრა რაულ ხაჯიმბას, რის შემდეგაც იგი გადადგა. მეორე მომენტი - ასლან ბჯანიას მართვის გამოცდილება აქვს - იგი რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის უფროსი იყო. მესამე - ასლან ბჟანიას საარჩევნო შტაბს ექს-პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი ხელმძღვანელობს. მას, ასაკის გამო, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება აღარ აქვს, მაგრამ როგორც ამბობენ, თუ ასლან ბჟანია პრეზიდენტი გახდება, ალესანდრე ანქვაბი პრემიერ-მინისტრის პოსტს დაიკავებს. გარდა ამისა, ასლან ბჯანიას უპირატესობა იმაშიც გამოიხატება, რომ მან ყველაზე მკარგად ცამოყალიბებული საარჩევნო პროგრამა წარმოადგინა, რომლის მთავარი თეზისებია კორუფციასთან ბრძოლა, სახელმწიფო აპარატის, სამართალდამცველი სისტემის და სასამართლოს რეფორმა... 

 

ასლან ბჟანია ასევე აუცილებლად მიიჩნევს საქართველოსთან დიალოგის დაწყებას. ერთ-ერთ ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ სოხუსა და თბილისს შორის ტანამშრომლობა უკვე ხორციელდება, მაგალითად, ენგურჰესის ერთობლივად დარგებლობის საქმეში, აფხაზეთის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფის სფეროში, თხილითა და ბოსტნეულით ვაჭრობის დარგში. ამასტან, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი აღნიშნავს, დიალოგის დროს აფხაზეტის სახემწიფოებრიობის საკითხის განხილვა დაუშვებელია, თუმცა რიგ მომენტებში შესაძლებლად მიიჩნევს ერთობლივ მუშაობას (მაგალითად, ტრანსასაზღვრო დანაშაულებთან ბრძოლაში).

 

ასლან ბჟანიას მტავარი პრობლემა მისი ჯაბნმრტელობაა - მარტის დასაწყისში იგი საავადმყოფოში დააწვინეს. ვერსიები რამდენიმეა - მოწამლეს თუ პნევმონია დაუდგინეს. 14 მარტს ასლან ბჟანია კრასნოდარის საავადმყოფოდან გაეწერა და აფხაზეტში დაბრუნდა.

 

კიდევ ერთი პრეზიდენტობის კანდიდატი ადგურ არძინბაა, ეკონომიკის ექს-მინისტრი და პირველი პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას ნათესავი. იგი ამომრჩევლებს საგადასახადო რეფორმის გატარებას სთავაზობს, წინააღმდეგია, რომ აფხაზეთში ქონება უცხოელებზე გაიყიდოს, არ სურს საქართველოსთან დიალოგი. ადგურ არძინბას ნაკლოვანება ისაა, რომ იგი ახალგაზრდაა, 38 წლის. ამიტომ კონსერვატიულად განწყობილი ამომრცევლების აზრით, მას გამოცდილება აკლია.

 

მესამე კანდიდატს ლეონიდ ძაფშბა წარმოადგენს, იგი ორჯერ ხელმძღვანელობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, თუმცა რაიმე წარმატებისათვის არ მიუღწევია. დღეს აფხაზეთში სამართალდამცველ სტრუქტურებს მწვავედ აკრიტიკებენ და ამ ფონზე ლეონიდ ძაფშბას პერსპექტივა უფრო უარესია სხვებთან შედარებით.

 

პროგნოზების მიხედვით, ასლან ბჟანია უკვე პირველივე ტურში გაიმარჯვებს - ხმების მცირე უპირატესობით, მაგრამ მაინც. ზოგიერთი ვარაუდით, ბჟანია და არძინბა 22 მარტს 45-48% მოაგროვებენ და ამრიგად, გამარჯვებული მეორე ტურში გამოვლინდება.

 

დამკვირვებლების აზრით, პოლიტიკური კრიზისი არცევნების შემდეგაც გაგრძელდება: „აფხაზეტში უმუსევრობა მეფობს, გავრცელებულია ნარკომანია, უამრავი საგზაო ავარია ხდება. მედიცინა დეგრადირებულია, დანგრეულია ინფრასტრუქტურა. მოსახლეობა ძლიერ ლიდერის მოსვლას ელოდება, რომელიც ქურდ ჩინოვნიკებს გაუსწორდება. ამასთან, ასეთი მოლოდინები გადაჭარბებულია, რადგან ფინანსური სახსრები უდარდელი ცხოვრებისათვის არასამარისია“, - ამბობს „იზვესტია“-სთან საუბარში აფხაზი ჟურნალისტი ანტონ კრივენიუკი. მისი თქმით, პრეზიდენტისადმი იმედგაცრუება სულ მალე დადგება. დიდი ალბათობით, ახლადარჩეული პრეზიდენტი თავისი მმართველობის ვადას ბოლომდე ვერ დაასრულებს. არჩევნების შემდეგ სულ მალე ახალი პოლიტიკური კრიზისი დაიწყება.

 

აფხაზი პოლიტოლოგის ინალ ხაშიგის აზრითაც, ვინც არ უნდა იქნეს არჩეული პრეზიდენტად, ის თანამდებობას, ალბათ, წლის ბოლომდე დაკარგავს: „იდეალურ სიტუაციაში ყველა მოწინააღმდეგე არჩევნების შემდეგ მაგიდას უნდა მიუსხდნენ და რეფორმების გატარებაზე მოილაპარაკონ. პრეზიდენტმა თავისი უფლებამოსილების ნაწილი პარლამენტს უნდა გადასცეს, უნდა გატარდეს სამართლდამცველი სისტემის რეფორმა... მაგრამ ამისათვის წინაპირობები არ არსებობს“, - ამბობს ანალიტიკოსი.

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: «Известия» (რუსეთი)

https://iz.ru/987462/igor-karmazin/vysshee-abkhazovanie-v-kavkazskoi-respublike-snova-vyberut-prezidenta




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge