23:04 19.03.2020
„არ მეპარება ეჭვი, რომ ეს ყველაფერი ამ გოგონას ხელისუფლებამ გააკეთებინა - მაპატიოს, თუ ეს საკუთარი სისულელით მოუვიდა“

თითქმის არ მეპარება ეჭვი, რომ ეს ყველაფერი ამ გოგონას ხელისუფლებამ გააკეთებინა. მაპატიოს ამ გოგონამ, თუ ეს საკუთარი სისულელის გამო, მოუვიდა, - ასე ეხმაურება „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე სამართალდამცავების მიერ ბურჭულაძეების კუთვნილ „MS ჯგუფის” ოფისში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას. „თქვენ გახსოვთ, როგორც იყო ჯერ ჩემზე და ფონდ „იავნანაზე“, 3 წლის განმავლობაში ვერაფერი გააკეთეს, შემდეგ ჩემს მეუღლეს ღამის თორმეტის ნახევარზე პროკურატურა ადგებოდა და უკაკუნებდა კარებზე, გაგვიღეთო. ბოლოს გადავიდნენ შვილებზე ორი კომპანია ჰქონდათ, ერთი დაუხურეს, აიძულეს დაეხურათ და ახლა მეორე კომპანიაზეა საუბარი. ეს სმს კომპანია ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია დღესდღეობით საქართველოში და ალბათ არჩევნებამდე უნდათ ამის ჩაგდება ხელში. ამ სიტუაციას მე თქვენ ვერ გასწავლით, დღეს, რაც ხდება საქართველოში უკავშირდება ამ მავნებლურ მთავრობას და როგორებიც იყვნენ, ისეთივე დარჩნენ“, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

 

ცნობისთვის, 18 მარტს სამართალდამცავებმა ბურჭულაძეების კუთვნილ ოფისში, „MS ჯგუფი” საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს. საგამოძიებო მოქმედებები კორონავირუსთან დაკავშირებით ცრუ შეტყობინებების გაგზავნის საქმეს უკავშირდებოდა.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge