15:45 20.03.2020
საქართველო ხვალიდან საჰაერო მიმოსვლას სრულად წყვეტს

საქართველო ხვალიდან საჰაერო მიმოსვლას სრულად წყვეტს. შესაბამისი განცხადება პრემიერის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე გააკეთა.

 

„როგორც თქვენთვის ცნობილია, დღეისთვის საქართველოში გვაქვს 43 დადასტურებული შემთხვევა ინფიცირებული ადამიანებისა. აქედან ერთი ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო ორი ადამიანი იმყოფება საყურადღებო, მძიმე მდგომარეობაში, რაც გამოწვეულია მათი ასაკიდან და ქრონიკური დაავადებებიდან, დანარჩენ შემთხევვაში გვაქვს სტაბილური ვითარება და ექიმები მუშაობენ შესაბამისი პროოკოლების მიხედვით.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილმა უწყებათაშორისმა საბჭომ მიიღო რამდენიმე გადაწყვეტილება, მათ შორის ხვალიდან სრულად წყდება საჰაერო მიმოსვლა და განხორციელდება მხოლოდ ის ავიარეისები, რომლებიც არის წარმოებული საქართველოს ავიახაზების მიერ, მთავრობასთან კოორდინაციით“, - განაცხადა ჩიქოვანმა.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge