12:17 21.03.2020
"თუ თქვენი ქვეყნის გაიდლაინები ნებას გრთავთ ისეირნეთ, ირბინეთ და შეინარჩუნეთ დისტანცია სხვებისგან, თუ გარეთ გასვლა არ შეგიძლიათ, მოძებნეთ სავარჯიშო ვიდეოები ინტერნეტში, იცეკვეთ, დაკავდით იოგით"

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოსახლეობას მოუწოდებს საკუთარ ფიზიკურ და გონებრივ ჯანმრთელობას გაუფრთხილდნენ კორონავირუსის გავრცელების პირობებში. ორგანიზაცია ყველას მოუწოდებს შეინარჩუნონ ჯანსაღი ცხოვრებისთვის დამახასიათებელი ჩვევები ახალი კორონავირუსის პანდემიის დროს.

 

„ამ რთულ პერიოდში, მნიშვნელოვანია, რომ მოუფრთხილდეთ თქვენს ფიზიკურ და გონებრივ ჯანმრთელობას. ეს არა მარტო გრძელვადიან პერსპექტივაში დაგეხმარებათ, არამედ დაგეხმარებათ კორონავირუსთან ბრძოლაში, იმ შემთხვევაში, თუ თქვენ დაინფიცირდებით“, - განაცხადა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

 

მისივე თქმით, თუ კონკრეტულ ქვეყანაში ადგილობრივი მთავრობის მითითებები საშუალებას იძლევა მოსახლეობამ სასურველია ისეირნოს.

 

„თუ თქვენი ადგილობრივი გაიდლაინები ნებას გრთავენ და შესაძლებლობას იძლევა ისეირნეთ გარეთ, ირბინეთ და შეინარჩუნეთ დისტანცია სხვებისგან. თუ არ შეგიძლიათ გარეთ გასვლა, იპოვეთ სავარჯიშო ვიდეოები ინტერნეტში, იცეკვეთ, დაკავდით იოგით, ან იარეთ კიბეზე“, - აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელძღვანელმა და დაამატა, რომ ინფორმაცია მოსახლეობამ უნდა მიიღოს სანდო წყაროსგან დღეში ერთხელ ან ორჯერ. ის ასევე მოსახლეობას ურჩევს, შეინარჩუნონ ჯანსაღი კვება, არ მოწიონ, შეზღუდონ ალკოჰოლის მოხმარება, მოერიდონ შაქრიან /გაზიან სასმელებს და დაკავდნენ ფიზიკური აქტივობით.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ზრდასრულები ფიზიკური აქტივობით დღეში 30 წუთის განმავლობაში უნდა დაკავდნენ, ბავშვები კი ერთი საათის.


„თუ თქვენ სახლში მუშაობთ, დარწმუნდით, რომ ერთ ადგილზე დიდხანს არ სხედხართ, ადექით და შეისვენეთ 3 წუთით ყოველ ნახევარ საათში“, - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.

 

მისივე თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოსახლეობას კვლავ მიაწვდის ინფორმაციას და რჩევებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეინარჩუნონ ჯანმრთელობა სახლში მომდევნო დღეებისა და კვირების მანძილზე.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge