15:22 23.03.2020
"ჩვენ ჩამოვიყვანეთ ჩვენი თანამოქალაქეები და დავიცავით კიდეც საზღვრები!" - ნიკოლოზ მჭედლიშვილი

ნიკოლოზ მჭედლიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

 

"მსოფლიო და პატარა საქართველო

ახლახან ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა ამაყად განაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი 24-საათიანი მუშაობის რეჟიმშია გადასული და მათ უკვე მოახერხეს 3000 ათასი ამერიკელის სახლში დაბრუნება უცხოეთიდან.

საფრანგეთმა თავის მოქალაქეებს მოუწოდა აღრიცხვა გაიარონ ინტერნეტ-პორტალზე და საკუთარ ხარჯზე შეძლებენ სახლებში დაბრუნებას.

ეს ხდება ამერიკასა და ევროპაში.

პატარა საქართველომ 3000 მოქალაქე სრულიად უფასოდ დიდი ხანია დააბრუნა სამშობლოში!

მეტსაც გეტყვით, რომ შეხედოთ ოფიციალურ სტატისტიკას ყოველ ერთ მილიონ მაცხოვრებელზე ვურუსის გავრცელების კუთხით, ამერიკაში ყოველ მილიონზე 113 შემთხვევაა, იტალიაში - 980, ესპანეთში - 615, ჩინეთში - 60, საფრანგეთში - 239.

მთელი მსოფლიოს მასშტაბით - 40.

საქართველოში კი - მხოლოდ 14.

ჩვენ ჩამოვიყვანეთ ჩვენი თანამოქალაქეები და დავიცავით კიდეც საზღვრები!" - წერს მჭედლიშვილი.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge