დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

„ის, რაც დღეს ზუგდიდში ნაცმოძრაობამ გააკეთა, არის საბოტაჟი და მიზანმიმართული მავნებლობა - ხელისუფლებავ, იმოქმედე, თორემ, მიიღებ იტალიას, ესპანეთს, რაც შედის კიდევაც ნაცმოძრაობის ინტერესებში!“ 26.03.2020 19:25

ჯაბა ხუბუას ბლოგი:

 

sos! sos! sos!

 

ის, რაც დღეს ზუგდიდში ნაციონალურმა მოძრაობამ გააკეთა, ცალსახად არის საბოტაჟი და მიზანმიმართული მავნებლობა, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდსიტუაციის აფეთქებას, რათა წყალში იქნას ჩაყრილი მთელი ძალისხმევა, რომელსაც ერთი თვეა, სახელმწიფო და სამედიცინო სექტორი იჩენს. მაშინ, როცა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და 10 კაცზე მეტის შეკრება აკრძალულია, მაშინ, როცა პროფესიონალი ექიმები სახლში დარჩენისა და მაქსიმალური თვითიზოლაციისაკენ მოგვიწოდებენ, სააკაშვილის პარტიამ ზუგდიდის ბულვარში ორასამდე ადამიანი შეკრება ყოველგვარი დისტანცირების წესების დარღვევით, რითიც შექმნა ვირუსის უკონტროლო გავრცელების პირდაპირი საფრთხე.

 

მოვუწოდებ შესაბამის სახელმწიფო უწყებებს, სასწარფოდ მიიღონ სამართლებრივი ზომები: ყველა ადამიანი, ვინც სააკაშვილის გამოგზავნილი ერთჯერადი 20-თეთრიანი პირბადეების მისაღებად ზუგდიდის ბულვარში ერთმანეთს ახტებოდა, სასწრაფოდ იქნას გადაყვანილი კარანტინში! ნაციონალური მოძრაობა, როგორც ორგანიზაცია, საგანგებო მდგომარეობის დროს მოქმედი დეკრეტის შესაბამისად, დაჯარიმებული იქნას 15 ათასი ლარით! კონკრეტული პერსონები, რომლებმაც ამ საბოტაჟურ შეკრებას ორგანიზება გაუკეთეს, როგორც ფიზიკური პირები, დაჯარიმებული იქნან 3-3 ათასი ლარით! წინაღმდეგ შემთხვევაში, გამოვა, რომ დეკრეტი საგანგებო მდგომარეობის შესახებ უბრალოდ ფარატინა ფურცელია და ეს იქნება მაპროვოცირებელი ნებისმიერი მოქალაქისათვის, არ დაემორჩილოს სახელმწიფოს მიერ დადგენილ წესს! ხელისუფლებავ, იმოქმედე, თორემ, მიიღებ იტალიას, ესპანეთსა და ჩინეთს, რაც შედის კიდევაც ნაცმოძრაობის ინტერესებში!

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები