19:54 26.03.2020
„დაიგეგმა "დახმარების" მისაღებად გამოსული ხალხის დაპირისპირება ხელისუფლებასთან - ეს ვითომდა ჰუმანიტარული აქცია არეულობის მოდელირებაა!“


პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი სოციალურ ქსელში ეხმაურება ზუგდიდის დღევანდელ ინციდენტს და წერს:

 

 

ზუგდიდში მომხდართან დაკავშირებით! რამოდენიმე ათეული პირბადის და სადიზენფექციო საშუალების დარიგება, რასაკვირველია, არ წარმოადგენს დასაძრახ აქციას, რომ არა შემდეგი გარემოებები:


1. ეს არ იყო ჰუმანიტარული აქცია! აშკარაა სამოქალაქო საზოგადოების ერთმანეთთან დაპირისპურების პროვოცირება, რაც თავად სააკაშვილის განცხადებიდანაც ნათელია - იგი ხაზს უსვავს და სინანულს გამოთქვამს დაპირისპირების გამო, რომელიც სინამდვილეში ვერ შედგა!
2. დაიგეგმა "დახმარების" მისაღებად გამოსული ხალხის დაპირისპირება ხელისუფლებასთან
3. შეიქმნა ქაოტური თავყრილობა, რაც დაავადების გავრცელების მცდელობად თუ არა, ქაოსისა და პანიკის გავრცელების მცდელობად უნდა შეფასდეს
4. ეს ვითომდა ჰუმანიტარული აქცია არეულობის მოდელირებაა! იმ შემთხვევისათვის თუკი მათი ოცნება გამართლდა და ვითერება დამძიმდა
5. აშკარაა საერთო საფრთხის წინაშე სხვადასვა პოლიტიკური ძალების მხარდამჭერი ხალხის, აგრეთვე ცალკეული ლიდერების კონსოლიდაციის ნიშნები, რაც ხელს უშლის სააკაშვილის პოლიტიკური მკვდრეთიდან აღდგენას, ამიტომ მის მიერ ორგანიზებულ პროვოკაციებს კიდევ უნდა ველოდოთ.
6. საზოგადოების კონსოლიდაცია, პოლიტიკური, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანებების ურთიერთკოორდინაცია, არის მძიმე ბრძოლაში გამარჯვების წინაპირობა.


 

იხილეთ ვიდეო:




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge