ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება ზუგდიდის ინციდენტს და მადლობას უხდის სამართალდამცავებს, რომლებმაც კანონის დამრღვევი ორგანიზაცია დააჯარიმა:
„შსს-მ ვინმე კრისტინა პუშოუს ორგანიზაცია („ახალი ლიდერების ინიციატივა“), რომელმაც ზუგდიდში პროვოკაცია მოაწყო, 15 ათასი ლარით დააჯარიმა. ეს ქალი მალიბუში (კალიფორნია, აშშ) დაიბადა, ამჟამად ვაშინგტონში ცხოვრობს. აშშ-ის მოქალაქეა და ფლობს საქართველოს დროებითი ბინადრობის მოწმობას. წესით, ის გასაძევებელია ქვეყნიდან! პუშოუ მიხეილ სააკაშვილის აქტიური მხარდაჭერია. 2017 წელს Georgia Today-ში გამოქვეყნებული აქვს სტატია სათაურით: „მიხეილ სააკაშვილი არის შთაგონება“. მადლობა სამართალდამცავებს, ესენი არ გააპარპაშოთ, თორემ უფრო გათავხედდებიან!!!“, წერს გელა ზედელაშვილი.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge